07:13 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 00:50:43, 561 ნახვა

პოლიტიკა
მარიამ ჯიშკარიანი - პალატის შესასვლელთან სამედიცინო პერსონალის ნაცვლად ფორმიანი პირები დგანან

"პალატის შესასვლელთან სამედიცინო პერსონალის ნაცვლად ფორმიანი პირები დგანან და სწორედ ისინი წყვეტენ, ვინ შეუშვან შიგნით და ვინ არა"- ამის შესახებ ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელმა მარიამ  ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს, გლდანის #18-ე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა.

"იმის რეგულირებას, ვინ შევა პაციენტთან და ვინ გამოვა, აკეთებს არა სამედიცინო პერსონალი, არამედ ფორმიანი ადამიანები, რაც დაუშვებელია კლინიკის ტერიტორიაზე. ...ინფორმაციას არ ფლობენ და ჩვენს ენდორკინოლოგს ვერ უთხრეს როგორი იყო გლუკოზის დონე გუშინ, როგორია დღეს. იქ, ასე ვთქვათ, ჩანაწერები არ შეესაბამება სტანდარტებს... პალატასთან არის არასამედიცინო პერსონალი და როდესაც სამედიცინო შემოწმებაა, არ შეიძლება არასამედიცინო პერსონალმა განკარგოს, ვინ შევა და ვინ გამოვა. ჩვენ სრულყოფილი შემოწმების საშუალება არ მოგვეცა, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა.   სააკაშვილმა თქვა, რომ გონება ცხოვრებაში პირველად დაკარგა. დეკანოიძე რეანიმატოლოგზე დაყრდნობით ამბობს, რომ გონების დაკარგვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.
 ციხის საავადმყოფოში რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტს ხელმძღვანელი, გულიკო ქილიფთარი იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ დაწესებულებაში საკონსულტაციოდ მიიწვიეს და მისი მისვლა დაემთხვა ექსპრეზიდენტის გონების დაკარგვას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics