07:13 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 00:40:41, 595 ნახვა

პოლიტიკა
მარიამ ჯიშკარიანი - სააკაშვილის მდგომარეობა მწვავედ კრიტიკულია

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მწვავედ კრიტიკულია, დღესვე უნდა გადაიყვანონ კლინიკაში- ამის შესახებ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს, გლდანის #18-ე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა.

"სააკაშვილის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ არ ხორციელდება ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელი უწყვეტობა. არის მხოლოდ მორიგე პერსონალი. მისი მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ უნარებს, რომ პაციენტის ეს მდგომარეობა მართული იყოს.

შესაბამისად აუცილებელია გადაყვანა. ჩვენს ექიმებს არ მიეცათ საშუალება რომ შეემოწმებინათ სააკაშვილი. მხოლოდ მე შევამოწმე და ენდოკრინოლოგმა. არის ცერებროორგანული დისფუნქცია. ამჟამადაც არის გამოხატული ამის ნიშნები. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში, საჭიროებს ისეთ მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს - როგორიც არის MRI, სამი ტესლა აპარატზე. აქ სიტუაციას ვერ ფლობენ ექიმები", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა.   სააკაშვილმა თქვა, რომ გონება ცხოვრებაში პირველად დაკარგა. დეკანოიძე რეანიმატოლოგზე დაყრდნობით ამბობს, რომ გონების დაკარგვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.
 ციხის საავადმყოფოში რესპუბლიკური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტს ხელმძღვანელი, გულიკო ქილიფთარი იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ დაწესებულებაში საკონსულტაციოდ მიიწვიეს და მისი მისვლა დაემთხვა ექსპრეზიდენტის გონების დაკარგვას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics