|
2021-11-18 20:57:23, 574 ნახვა
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი სააკაშვილზე - ვუსურვებ ჯანმრთელობას და გონებაზე მალე მოსვლას, თუ დაკარგა
ვუსურვებ ჯანმრთელობას და გონებაზე მალე მოსვლას, თუ დაკარგა - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრმა ბექა დავითულიანი , საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეუძლოდ გახდომის ფაქტს. მისი თქმით, შიმშილობისას, პასუხისმგებლობა ეკისრება ორ მხარეს, ესაა, პენიცენციური სამსახური და თავად პატიმარი. “პასუხისმგებლობა არის ორი მიმართულებით - ერთი ეს არის პენიტენციური სისტემა, რომელიც პატიმრის ჯანმრთელობაზე აგებს პასუხს, მეორე არის თავად პატიმარი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს და თავის თავს რისკის ქვეშ აყენებს. რა თქმა უნდა, პენიტენციური სისტემა ვალდებულია, სტანდარტით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება გაატაროს, რათა პატიმრის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს”,- განაცხადა დავითულიანმა. როგორც დავითულიანი განმარტავს, სამოქალაქო კლინიკაში მისი გადაყვანა არ ნიშნავს შიმშილობის შეწყვეტას. მისი თქმით, პენიტენციური სამსახურს აქვს საკმარიის გამოცდილება მოშიმშილე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს. “სამოქალაქო კლინიკაში რომ გადაეყვანათ, ეს შიმშილობის შეწყვეტისკენ ნაბიჯს არ გადაადგმევინებდა, ასეთი იყო თავიდან მისი პოზიცია. პენიტენციურმა დაწესებულებამ თქვა - შიმშილობის 2 ათასი ფაქტი მაქვს ნამკურნალევი და ნამართი, მაქვს გამოცდილება და პატიმარ და პაციენტ სააკაშვილს უკეთ ვუმკურნალებ ვიდრე სამოქალაქო კლინიკა. პენიტენციური კლინიკა პროტოკოლით უნდა აკეთებდეს ამას და დარწმუნებული ვარ, აკეთებს. პროცესები რომ არ დაიძაბოს, ყველამ კეთილგონიერებას უნდა მივმართოთ. პატიმარმა სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და სხვა გამოსავალი ვიპოვოთ. როდესაც ადამიანს გონება აქვს დაკარგული, პენიტენციურ სამსახურს აქვს ვალდებულება მისი ნებართვის გარეშე იზრუნოს პატიმარზე”,- განაცხადა დავითულიანმა.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)