|
2021-11-18 15:43:02, 1544 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა რუსეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც რელიგიური თავისუფლება უხეშად ირღვევა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკემა რუსეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელბიც პირდაპირ ან ირბად იღებენ მონაწილეობას რელიგიური უფლებების უხეშ დარღვევაში. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პირდაპირი მოვალეობაა, მანვე რუსეთთან ერთად სიაში სხვა ქვეყნებიც შეიყავანა. „ყოველწლიურად სახელმწიფო მდივანს ეკისრება პასუხისმგებლობა, გამოავლინოს მთავრობები და არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც რელიგიური თავისუფლების დარღვევის გამო იმსახურებენ აღნიშვნას „რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო აქტის“ მიხედვით. ეს სახელმწფოებია: მიანმარი, ჩინეთი, ერიტრეა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი, რუსეთი, საუდის არაბეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი. რაც შეეხება არასახელმწიფო აქტორები, სიაში მოხვვდნენ, ალ-შაბაბს, ბოკო ჰარამს, ჰაიათ თაჰრირ ალ-შამს, ჰუტისებს, ISIS-ს, ISIS-დიდი საჰარას, ISIS-დასავლეთ აფრიკას, ჯამაათ ნასრ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინს და „თალიბანს“, როგორც განსაკუთრებული შეშფოთების ობიექტებს.“- წერს ბლინკი. მისვე განმარტებით, სპეციალურ საკონტროლო სიაში მოხვდა, ალჟირის, კომორის, კუბას და ნიკარაგუას ის მთავრობები, რომლებიც ჩაერთნენ ან თვალი დახუჭეს „რელიგიის თავისუფლების სერიოზულ დარღვევაზე“. როგორც ბლინკი წერილის ბოლოს აღნიშნავს, ისინი აგრძელებენ ამ სახელმწიფოებისთვის მოწოდებას, რომ გამოასწორეონ ეს ნაკლოვანებები და დაიცვან ადამიანთა რელიგიური უფლებები. „რელიგიური თავისუფლების გამოწვევები დღეს მსოფლიოში არის სტრუქტურული, სისტემური და ღრმად ფესვგადგმული. ისინი ყველა ქვეყანაში არსებობს და მოითხოვს მუდმივ გლობალურ ძალისხმევას ყველასგან, ვისაც არ სურს, რომ სიძულვილი, შეუწყნარებლობა და დევნა სტატუს ქვოდ მიიღოს. ამ გამოწვევებს სჭირდება საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა მთავრობისთვის მოწოდებას, რომ გამოასწორონ ნაკლოვანებები თავიან კანონებსა და პრაქტიკაში და წაახალისონ ძალადობაზე პასუხისმგებელთა ანგარიშვალდებულება. ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ერთგული მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და რელიგიური თემების წევრებთან მუშაობის, რათა მსოფლიოში აღმსარებლობის თავისუფლება გაუმჯობესდეს და ყურადღება მიექცეს ინდივიდების და თემების მძიმე მდგომარეობას, რომლებიც იმის გამო თუ რისი სწამთ ან არ სწამთ ძალდობის, შევიწროების და დისკრიმინაციის პირისპირ არიან" - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)