08:46 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 15:52:34, 809 ნახვა

პოლიტიკა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზი მოშიმშილე ოპოზიციონერებს სამართალდამცველებმა დაატოვებინეს

ზუგდიდის საკრებულოში მყოფი მოშიმშილე ოპოზიციონერები, სამართალ დამცველებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს სხდომათა დარბაზიდან.

როგორც სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა,  „მათ განემარტათ არაერთხელ რომ დაეტოვებინათ სხდომათა დარბაზი როგორც პოლიციის მხრიდან, ასევე საკრებულოს მხრიდანაც“

მომხდარს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიზეც გამოეხმაურა, მისი განმარტებით ეს არის „ქართული ოცნების“ დავალება, როემლიც პოლიციამ შეასრულა.

მან ასევე განმარტა, რომ  რამდენიმე მოშიმშილე შეუძლოდ გახდა, პოლიციამ კი სასწრაფოს  არ მისცა უფლება დახარება აღმოეჩინათ.

„ეს არის პარტიული დავალება, „ქართული ოცნების“ დავალება შეასრულა რეალურად პოლიციამ. რომელსაც იმის შემდეგ, რაც აქ იკადრეს, მოშიმშილეების ასე თმებით თრევა, ჩემი ასე ჩამოყვანა, წარმოუდგენელი რაღაცები იყო, ამ ყველაფრის შემდეგ მე მათ ვერ დავუძახებ ქართულ პოლიციას. ეს არის ჩვეულებრივი მილიცია, რომელიც ასრულებს ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის დავალებას.

გადათელეს მოშიმშილეები, თქვენ ნახეთ, რომ ცუდად არიან. იმის საშუალებაც არ მისცეს სასწრაფოს, რომ დახმარება აღმოეჩინათ. ეს არის შეშინებული რეჟიმის არაადეკვატური ქმედებები და მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთი ძალადობრივი ქმედებებით ვერ შეძლებენ ამ პროტესტის შენელენას, იმიტომ რომ

ეს შიმშილობის აქცია გახდება კიდევ უფრო მეტად მზარდი. რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ყოველი წუთი, ყოველი საათი და დღე, ახლა მუშაობს მათ წინააღმდეგ. ისინი ვერ შეძლებენ, ზუგდიდელების ბიუჯეტი ისევ საკუთარ თავებზე მოირგონ და ისევ უკანონო გადაწყვეტილება მიიღონ, - განაცხადა ანა წითლაძემ.

ზუგდიდის საკრებულოში, დღეს ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს, აღნიშნული განხილვა უკვე ორჯერ გადაიდო. ამის მიზეზი ოპოზიციის პროტესტია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics