06:54 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 11:33:59, 1269 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი არ გამორიცხავს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედება განახორციელოს

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი, შესაძლოა უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს. ის რუსეთს მოუწოდებს იყოს გამჭვირვალე მისი სამხედრო გეგმების შესახებ. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსული ძალები მასშტაბური და უჩვეულო მობილიზება საზღვართან ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა.

ბრიუსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დაძაბულობის დროული აღმოფხვრა. მან რუსეთი გააფრთხილა, თავი შეიკავოს ნებისმიერი აგრესიული ქმედებისგან.

„ჩვენ ვხედავთ ჯარების უჩვეულო კონცენტრაციას და ვიცით, რომ რუსეთს აქამდეც სურდა ამ ტიპის სამხედრო შესაძლებლობები გამოეყენებინა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი სამხედროა განლაგებული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics