|
2021-11-05 16:20:09, 1478 ნახვა
მსოფლიო
NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი - პუტინს სურდა, რომ რუსეთი გაწევრიანებულიყო NATO- ში
NATO- ს ყოფილი გენერალური მდივნის ჯორჯ რობერტსონის თქმით, ვლადიმერ პუტინს სურდა, რომ რუსეთი გაწევრიანებულიყო ნატოში, მაგრამ არ სურდა, რომ მის ქვეყანას ჩვეული განაცხადის შეტანი პროცესის გაევლა და სხვა ქვეყნების მსგავსად რიგში ჩამდგარიყო - ამის შესახებ „The Guardian”- ი წერს. მათი ცნობით, ჯორჯ რობერტსონმა, ლეიბორისტების თავდაცვის ყოფილმა მდივანმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ნატოს 1999-2003 წლებში, თქვა, რომ პუტინმა მათ პირველ შეხვედრაზე ნათლად თქვა, რომ მას სურდა, რომ რუსეთი ყოფილიყო დასავლეთ ევროპის ნაწილი. „მათ სურდათ ყოფილიყვნენ იმ უსაფრთხო, სტაბილური აყვავებული დასავლეთის ნაწილი, რომელშიც რუსეთი იმ დროს არ იყო, პუტინმა თქვა: "როდის მოგვიწვევთ NATO-ში გაწევრიანებისთვის?". [მე] ვთქვი: "ჩვენ ხალხს NATO-ში გასაწევრიანებლად არ ვიწვევთ, ისინი NATO-ში გაწევრიანების განაცხადს აკეთებენ". და მან [პუტინმა] მიპასუხა: "ჩვენ არ ჩავდგებით რიგში იმ ბევრ ქვეყნებთან, რომლებიც მნიშვნელოვანი არ არიან"- ამბობს რობერტსონი. რობერტსონის ცნობა ეხმაურება , 21 წლის წინ 2000 წელს ჯერ კიდებ პრეზიდენტად პირველი ვადით არჩეული ვლადიმერ პუტისნის BBC-ის ჟურნალისტის დევიდ ფროსტსთვის მიცემულ ინტერვიუს ,ინტერვიუში პუტინმა უთხრა ფროსტს, რომ არ გამორიცხავდა ნატოში გაწევრიანებას. „თუ და როცა რუსეთის შეხედულებები იქნება გათვალისწინებული, როგორც თანაბარი პარტნიორის შეხედულებები, რთულია NATO-ს მტრად წარმოდგენა. რუსეთი ევროპული კულტურის ნაწილია. და მე ვერ წარმომიდგენია ჩემი ქვეყანა ევროპისგან იზოლირებულად და რასაც ჩვენ ხშირად ცივილიზებულ სამყაროს ვუწოდებთ“.- განაცხადა პუტინმა.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)