|
2021-11-03 11:49:07, 1100 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილესთან ერთად ქობულეთში, დაბა ჩაქვში ჩაისუბნის ამბულატორიაში სოფლად ვაქცინაციის პროცესს გაეცნო
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მოადგილესთან მარი ზანაქიძესთან ერთად ქობულეთში, დაბა ჩაქვში ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრო და ჩაისუბნის ამბულატორიაში სოფლად ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. ,,ვაქცინააციის ტემპი, როგორც სხვაგან აჭარიშიც შედარებით არის დაბალი. ყოველდღიურად საშუალოდ 500-მდე დოზა ვაქცინა ადმინისტრირდება, ვაქცინაციის დაწყების დღიდან აჭარაში 220 000-მდე ვაქცინაა ადმინისტრირებული და სულ მოსახლეობის 33% გახლავთ ერთი დოზით აცრილი, ხოლო 28% ორი დოზით. ასევე იცით რომ ქალაქ ბათუმში სამიზნე მაჩვენებლის 60 % ზე მეტი პროცენტია უკვე აცრილი, მაგრამ სამუშაო რჩება მუნიციპალიტეტების მიხედვით, სადაც უკვე სოფლის ექიმების მიერ, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების დონეზე დაწყებულია ვაქცინაცია. მოსახლეობის ინფორმირების ზრდის მიზნით და მათი ჩართულობის უფრო მეტი ინტენსივობის მიზნით აქტიურად ვაწარმოებთ შეხვედრებს მათთან თვითმმართველობების ჩართულობით. სამინისტრო კოორდინაციას უწევს მთლიანად პროცესს და ამ დროისთვის 1300-ზე მეტი ვაქცინაა ადმინისტრირებული, რა თქმა უნდა ეს მცირეა მაგრამ, დასაწყისისთვის არ არის ცუდი. ვფიქრობთ, რომ ტემპი უფრო მზარდი იქნება წლის ბოლომდე და მუნიციპალიტეტებშიც სამიზნე მოსახლეობის 60% იქნება იმუნური“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)