02:46 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-28 13:55:26, 775 ნახვა

საზოგადოება
პენიტენციური – სააკაშვილი და მისი ადვოკატები არღვევდნენ რეგულაციებს, რის გამოც მინის ბარიერი განახლდა

სააკაშვილი და მისი ადვოკატები პერმანენტულად არღვევდნენ დადგენილ რეგულაციებს, რის გამოც მინის ბარიერი განახლდა. -  ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  მიხეილ სააკაშვილი არ იყენებდა ინდივიდუალური დაცვის საშუალებას (პირბადეს)და ამასთან მისი ადვოკატები პერმანენტულ არღვევდნენ რეგულაციებს.
 
"ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, თითქოს, დაწესებულების ადმინისტრაცია ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს არის სიცრეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცედლობას წარმოადგენს. განვმარტავთ, რომ  მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში მოთავსების დღიდან შეუფერხებლად სარგებლობს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იურიდიული დახმარების უფლებით. მიხეილ სააკაშვილთან   განხორციელებული ვიზიტები სწორედ ამას ადასტურებს. დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან  104 ვიზიტი განხორციელდა,  მათგან  57- ჯერ  შეხვდა ადვოკატებს.მათ შორის, შეხვედრა  ერთ-ერთ ადავოკატთან დღესაც შედგა.  

რაც შეეხება შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის გნახლებას,  აღნიშნული გადაწვეტილება  განპირობებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების სრულად დარღვევის გამო. კერძოდ, მიხეილ  სააკაშვილი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მხრიდან ადგილი ჰქონდა დადგენილი რეგულაციების პერმანენტულ დარღვევას, კერძოდ, მაგიდაზე ასვლის გზით შუშის დამცავი ბარიერის ზემოდან უშუალო კონტაქტი და მიხეილ სააკაშვილის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალების (პირბადე) გამოყენებაზე უარის თქმა  ზრდიდა ვირუსის გავრცელების ალბათობას.  ასევე არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების საშიშროება, რასაც შესაძლოა რომელიმე პირის დაზიანება მოჰყოლოდა.

აქვე განვმარტავთ, რომ  დოკუმენტაციის გაცვლის ადვოკატისთვის გადაცემის პრობლემა მიხეილ  სააკაშვილს არასოდეს ჰქონია და დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით დღესაც შეუძლია შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული უფლებით.

ინფორმაციისთვის, „პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ" სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 05 მარტის №4109 ბრძანების შესაბამისად  ნებისმიერ ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან ოჯახის წევრის თუ სხვა ნებისმიერი პირის შეხვედრა  შუშის დამცავი ბარიერის მეშვეობით ხორციელდება, რათა დაცული იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობა და არ მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში ვირუსის გავრცელება." - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics