|
2021-10-28 12:59:38, 645 ნახვა
საზოგადოება
თემურ ჩილინდრიშვილი - ავიაციაში უსაფრთხოების მართვის სისტემის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და საავიაციო უნივერსიტეტთან ერთად ონლაინ ლექციების კურსს იწყებს. ონლაინ ფორმატის შეხვედრები სტუდენტებთან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დასაქმების და კარიერული განვითარების და სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. პირველი ონლაინ ლექცია უსაფრთხოების მართვის სისტემების გაცნობას შეეხებოდა. ონლაინ ლექცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის მენეჯერმა თემურ ჩილინდრიშვილმა წაიკითხა. მისი განმარტებით, სამოქალაქო ავიაციაში უსაფრთხოების მართვის სისტემის როლი, უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა და მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ,,გვქონდა გაცნობითი ხასიათის ონლაინ ლექცია საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ახალგაზრდები უსაფრთხოების მართვის სისტემებით, მისი მიზნებით, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტებით ინტერესდებიან. მათ ზუსტად ესმით, რომ ავიაცია ზოგადად უსაფრთხოების გამართულ სისტემაზე დგას. ვატარებთ სხვადასხვა ღონისძიებებს ამ მიმართულებით ჩვენს აეროპორტებში, გავდივართ აუდიტორულ შემოწმებებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. რათა უსაფრთხოების დონე ჩვენს აეროპორტებში მაქსიმალურად იყოს დაცული. ამ მიმართულებით ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებაზე,-" განაცხადა თემურ ჩილინდრიშვილმა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საავიაციო უნივერსიტეტს შორის რამდენიმე თვის წინ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშომლობის ძირითადი მიზანი ავიაციაში პროფესიონალი კადრების აღზრდაა. მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის ორმა სტუდენმა უკვე გაიარა სტაჟირება და საწარმოო პრაქტიკა მესტიისა და ქუთაისის აეროპორტებში. ასევე, დაგეგმილია ერთობლივი თემატური სემინარების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)