|
2021-10-26 17:44:47, 618 ნახვა
საზოგადოება
აპლიკაციებს კონკურსმა გამარჯვებულები გამოავლინა
„თიბისის“ აპლიკაციების კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს. ადგილები ასე გადანაწილდა: პირველ ადგილზე Theneo გავიდა, მეორეზე - Strange Elo და მესამეზე Exponent Group. სამივე ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გამარჯვებამდე რთული გზა და კონკურსის სამი ტური გამოიარეს. 22 ოქტომბერს კი ფინალურ ეტაპზე აპლიკაციების კონკურსის 10-მა საუკეთესო ინოვაციურმა გუნდმა საჯაროდ წარადგინა თავისი იდეის მუშა პროტოტიპი დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე. გამარჯვებული ტექნოლოგიური სტარტაპები ჟიურიმ შემდეგი კრიტერიუმებით შეარჩია: რამდენად ჭრის აპლიკაცია რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ. Theneo-ს მეშვეობით შესაძლებელია დროის უმოკლეს პერიოდში მაღალი ხარისხის, ლამაზი და ინტერაქციული API დოკუმენტაციის შექმნა. API დოკუმენტაციას არსებითი როლი აქვს წარმატებული ინტეგრაციების პროცესში, შესაბამისად, Theneo კომპანიებს ხელს შეუწყობს API-ს წარმატებულ დანერგვაში, სხვა კომპანიებთან პარტნიორობასა და ინტეგრაციაში. დღესდღეობით API-ზე ორიენტირებული ბაზარზე დაწინაურებული პლატფორმები საჭიროებენ დეველოპერის ჩართულობას API დოკუმენტაციის შესაქმნელად, Theneo-ს გამოყენების შემთხვევაში კი, კომპანიის C-level-ზე მყოფი, არატექნიკური განათლების მქონე პირებიც შეძლებენ დოკუმენტაციის მარტივად აწყობასა და რედაქტირებას. Strange Elo ელექტრონული სპორტის მოთამაშეებს მათზე მორგებულ ქოუჩინგ და ბუსთინგ სერვისებს სთავაზობს. კონკურენტებისგან განსხვავებით ის მნიშვნელოვნად ამარტივებს გადახდის სისტემას და თანხის უკუგატარების მოთხოვნას. დღეს მოთამაშეებისთვის ერთმანეთთან დაკავშირება დიდ სირთულეს წარმოადგენს. თუ საშუალოდ გეიმერი 16 საათი ცდილობდა პარტნიორის მოძიებას, ინოვაციური ფუნქციონალის წყალობით Strange Elo ამას 30 წამში ან ნაკლებში დროში მოახერხებს. Exponent Group ქმნის პლატფორმას, სადაც გაერთიანებული იქნება ხმოვანი გიფები თუ მიმები და ადამიანი შეძლებს საკუთარი ემოციის გაზიარებს სხვა პლათფორმებზე. სტარტაპის ბიზნეს მოდელი სრულად დაფუძნებულია Sponsored Content-ზე, Instagram, Giphy, TikTok, Tenor-ის მსგავსად. მოდელი ასევე ითვალისწინებს Youtube-ს სტილში მონეტიზაციას კონტენტ კრეატორებისათვის. სამივე გუნდი ფიქრობს, რომ აპლიკაციების კონკურსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნასა და განვითარებაში. გარდა ამისა, ისინი იმედოვნებენ, რომ ეს პლატფორმა დაეხმარებათ ინვესტორებისა და მომხმარებლების დაინტერესებაში. პირველ ადგილზე გასული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან. გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება. ყველა დასრულებულ პროექტს თიბისი თავის ბიზნეს მომხმარებლებს შესთავაზებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)