03:45 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 17:32:40, 558 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ესტონელ კოლეგას უმასპინძლა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის მინისტრი კალე ლაანეტი იმყოფება. ესტონელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კალე ლაანეტს უწყებებს შორის არსებული სამაგალითო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით ესტონეთის მხარდაჭერა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ესტონეთის მხარდაჭერაზე უწყების ინსტიტუციური განვითარების, სამხედრო განათლებისა და ერთობლივი წვრთნების მიმართულებით. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული კიბერუსაფრთხოების ინიციატივის განხორციელების საქმეში ესტონეთის მნიშვნელოვან წვლილს.

საუბარი, ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. თავდაცვის უწებაში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ კოლეგებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ესტონელ კოლეგას ვიზიტისთვის და უწყებებს შორის არსებული სამაგალითო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობებისა და თავდაცვის ძალების განვითარებისათვის“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას კვლავ განაგრძობენ.

კალე ლაანეტის განცხადებით, საქართველოსა და ესტონეთს სამხედრო სფერშო ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ. მისი თქმით, მჭიდრო თანამშრომლობა და სამხედრო სფეროში გამოცდილების გაზიარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics