03:45 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 14:41:26, 849 ნახვა

საზოგადოება
NGO-ები მოუწოდებენ ხელისუფლებას, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში ექიმთა და ომბუდსმენის რეკომენდაციები გაითვალისწინოს

საქართველოში არსებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს აქვეყნებენ.

როგორც წერილშია ნათქვამი, სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების  უფლების დაცვის მაღალი სტანდარტით.

ისინი მოუწდებენ ხელისუფლებას გაითვალისწინონ ექიმთა კონსილიუმისა და სახალხო დამცველის დასკვნა და მოახდინონ ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია.

„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მიგვაჩნია, რომ მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხი ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების  უფლების დაცვის მაღალი სტანდარტით.

მიხეილ სააკაშვილი, მისი დაპატიმრებიდან დღემდე, უკვე 26-ე დღეა საპატიმროში შიმშილობს. შიმშილობის პერიოდის გათვალისწინებით ყოველწუთიერად იზრდება მისი ჯანმრთელობის გაურესებისა და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის რისკები.  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწვეული და კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს შესაბამისი პერსონალითა და სამედიცინო აღჭურვილობით დაკომპლექტებულ საავადმყოფოში. საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით კი N18 დაწესებულება (ე.წ. ციხის საავადმყოფო) სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ  შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ამასთანავე, სახალხო დამცველის განცხადებით მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში მოთავსება, რომელიც N8 პენიტენციური დაწესებულების გვერდით, ერთ სივრცეში მდებარეობს, შეიცავს მისი უსაფრთხოების გარკვეულ რისკებს.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე მსჯელობისას სრულყოფილად გაითვალისწინოს ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფისა და  საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა და რეკომენდაციები და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ისე, რომ მის მიმართ, სრულად გამოირიცხოს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე, უსაფრთხოების ყველა რისკი.“ -ნათქვამია განცხადებაში.

წერილს ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ადამიანის უფლებების ცენტრი (HRC)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

მედიის განვითრების ფონდი (MDF)

კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი

საზოგადოება და ბანკები საფარი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ცენტრი „ემპათია"

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

სოციალური სამართიანობის ცენტრი (SJC)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1- ლ ოქტომბერს დააპატიმრეს და რუსთავსი მე-12 პენიტენციური დაწესბულებაში გადაიყვანეს, სადაც ის 26-ე დღეა შიმშლობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics