05:38 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-23 20:47:51, 1103 ნახვა

საზოგადოება
ცერცვაძე - საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს

"დღეს საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს უფრო მძიმე, ვიდრე მეოთხე". - ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაციის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ვაქცინაციის ტემპის ზრდა და ასევე, პირბადის ტარების რეგულაციის დაცვა.

„ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზულია, საგანგაშოა. ახალი შემთხვევების ზრდა სახეზეა. ჯერჯერობით საბედნიეროდ ვინარჩუნებთ კატასტროფულად მაღალი შემთხვევებისთვის გარდაცვალების ძალიან დაბალ პროცენტს, თუმცა ეს დაბალი ციფრები, გამოხატული აბსოლუტურ რიცხვებში მაინც ძალიან დიდია საქართველოსთვის; 30-40 გარდაცვალება ძალიან მტკივნეულია ქვეყნისთვის, მაგრამ ასეთი რაოდენობის ავადმყოფების ფონზე, ეს გარდაუვალია ყველაზე უკეთესი კლინიკური მართვის პირობებშიც კი. ჩვენ უნდა შევაჩეროთ პანდემია.

დღეს საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს უფრო მძიმე, ვიდრე მეოთხე. რას აკეთებს? კატეგორიულ უარს ამბობს ვაქცინაციაზე. დღეში მხოლოდ 4-5 000 აცრა – ეს არის მიზერი, კატასტროფა. არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა ამას არ შვრება. ასევე, უარს ამბობს პირბადის ტარებაზე. საქართველოში 45%-ია პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, მაშინ, როცა ევროპაში 90-95%-ია. ამასთან, ქართველი კაცი ვერაფრით ვერ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე, ქორწილებზე, ქელეხებზე იუბილეებზე და ახლა ამას ემატება პოლიტიკური მიტინგები. ვიყოთ რეალისტები და შევეცადოთ გავაუმჯობესოთ სიტუაცია იქ, სადაც ეს შესაძლებელია – ეს არის ვაქცინაცია და პირბადის ტარება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics