|
2021-10-22 17:48:25, 617 ნახვა
საზოგადოება
GDI - გიორგი თაბაგარის სამართალდამრღვევად ცნობა საშიში პრეცედენტის შემქმნელია
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს, სამართალდამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე „თბილისი პრაიდის“ ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი სამართალდამრღვევად ცნო. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) Tbilisi Pride-ის დირექტორის, გიორგი თაბაგარის სამართალდამრღვევად ცნობას საშიში პრეცედენტის შემქმნელად მიიჩნევს. GDI-ი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არა დაზარალებულების, არამედ სწორედ მოძალადეების მხარესაა და ამით ძალადობას ახალისებს. "მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტებს და ქმნის მომავალში აქტივისტების წინააღმდეგ კიდევ უფრო რეპრესიული პოლიტიკის გატარების საშიშ პრეცედენტს. მეტიც, იმ ფონზე, როდესაც 5 ივლისს განხორციელებული ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემულნი, დაზარალებულთა სანქცირება საზოგადოებაში აგზავნის მესიჯს, რომ სახელმწიფო არა დაზარალებულების, არამედ სწორედ მოძალადეების მხარესაა, შესაბამისად ამით სახელმწიფო ახალისებს ძალადობას. საქმე ეხება 2021 წლის 5 ივლისს გიორგი თაბაგარსა და პოლიციელს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს, რა დროსაც პოლიციელი გიორგი თაბაგარს ძალადობის ეპიცენტრში, თბილისი პრაიდის ოფისში მისვლას თხოვდა. აღნიშნულ საუბართან დაკავშირებით შსს გიორგი თაბაგარს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის შეურაცხყოფას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის დაკისრებას ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 5 ივლისს, მთელი დღის განმავლობაში, გიორგი თაბაგარი და მისი თანმხლები პირები, იყვნენ ძალადობრივი დევნის მსხვერპლნი. ისინი მრავალჯერ დადგენ სიცოცხლის მოსპობის საფრთხის წინაშე, თუმცა პოლიციამ ისინი არ დაიცვა. სწორედ მოძალადეებისგან გაქცევის დროს, ავტომანქანაში ყოფნისას, გიორგი თაბაგარს ძველი თბილისის სამმართველოს გამომძიებელმა დაურეკა და ოფისის კარის გასაღებად „თბილისი პრაიდის“ ოფისში მისვლა მოსთხოვა. გამომძიებლის განცხადებით, ოფისში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება სურდა. ამდენად, იმ ფონზე, როდესაც გიორგი თაბაგარისა და მისი თანმხლები პირების სიცოცხლე და ჯანმრთელობა რეალური საშიშროების წინაშე იყო და პოლიციის უმოქმედობის გამო უწევდათ მოძალადეებისგან დამალვა, შსს-ს თანამშრომელმა მას იმ ადგილას მისვლა მოსთხოვა, რომელიც ძალადობის ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო. სატელეფონო საუბრის დროს, თაბაგარმა პოლიციის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება მათ შორის მწვავედ, სალანძღავი სიტყვებითაც გამოხატა. შედეგად, პოლიციამ აღნიშნული შეურაცხყოფად მიიჩნია და 1984 წელს, საბჭოთა კავშირის დროს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევად ჩათვალა. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სამართალდამცავი უწყების წარმომადგნელის შეურაცხყოფისთვის." - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. ორგნიზაციის განცხადებით, გიორგი თაბაგარის მიერ პოლიციის კრიტიკა სრულიად ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და ევროპული კონვენციის მე-10 მუხლებით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში. "გიორგი თაბაგარის გამოხატვა იყო სრულიად ბუნებრივი რეაქცია მთლიანი საპოლიციო ინსტიტუტის მიმართ, რომელმაც ის და მისი მეგობრები, ისევე როგორც მათი ოფისი არ დაიცვა მოძალადე ჯგუფისგან და ფაქტობრივად გაწირა დასარბევად. აქვე გასათვალისწინებელია, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, მათ შორის საქმე City of Houston v. Hill, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორება იცავს პოლიციის ყველაზე მწვავე კრიტიკასაც კი, რომელიც პირდაპირ მიმართულია პოლიციის ოფიცრებისადმი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხშირად გამოხატვის ფორმა არის პროვოკაციული და გამომწვევი, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ამგვარი გამოხატვაც დაცულია ცენზურისგან ან სასჯელის დაკისრებისგან. ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ განხილული საქმეები ეხება პოლიციის ოფიცრების პირისპირ შეურაცხყოფას. სატელეფონო საუბრის დროს პოლიციის შეურაცხყოფის შემთხვევები ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი ინსტანციის სასამართლოებს არც კი განუხილავთ, ვინაიდან სადავოც არ გამხდარა ის ფაქტი, რომ მსგავსი ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში ექცევა."- წერია განცხადებაში. გიორგი თაბაგარის ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს. საქმის წარმოება მიმდინარეობს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - ,,იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის" - ფარგლებში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)