12:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 11:48:17, 2417 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, ბოლო 17 თვეში, კორონავირუსით 115 ათასი მედიცინის მუშაკი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოდის ინიციატივით, რომ მიღებულ იქნას გადაუდებელი ზომები მედიცინის მუშაკების დასაცავად, რომლებიც წელიწადნახევრის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან.

როგორც ტედროს გებრეიესუსი აღნიშნავს, ექიმებს პროფესიულად „გადაწვის“ ნიშნები აღენიშნებათ, ასევე მედპერსონალში არასაკმარისია ვაქცინების მოცვა და შესაბამისად, მაღალი სიკვდილიანობაა.

ჯანმო-ს დირექტორი ახალ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ბოლო 17 თვის განმავლობაში კოვიდ19-სგან, მსოფლიო მასშტაბით, 115 ათასი მედიცინის მუშაკი გარდაიცვალა და აღნიშნავს, რომ აუცილებელია სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს პრიორიტეტული წვდომა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე.

ბოლო სტატისტიკით, 119 ქვეყნის ჯანდაცვის მუშაკების 40%-ზე მეტი არ არის აცრილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით და აღნიშნულია, რომ უნდა იქნას მიღებული ზომები, რათა არ იყოს უზარმაზარი უფსკრული ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით, მდიდარ და ღარიბ რეგიონებს შორის.

 „აფრიკაში სამედიცინო პერსონალის მხოლოდ 10%-ია სრულად ვაქცინირებული, ხოლო მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ექიმთა ვაქცინაციის მაჩვენებელი უკვე 80%-ია“, - აცხადებს ჯანმო-ს გენდირექტორი.

ცნობისთვის, ქვეყნებში, სადაც არ არის ვაქცინების მიწოდების პრობლემა, ზოგიერთი ჯანდაცვის მუშაკი, რომელიც უარს აცხადებს სავალდებულო ვაქცინაციაზე, იძულებულია შეიცვალოს სამუშაო გარემო ან პენსიაზე გავიდეს. მაგალითისთვის, საფრანგეთში, სავალდებულო ვაქცინაციაზე უარის გამო, 15 000 ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics