06:26 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 14:11:35, 503 ნახვა

საზოგადოება
კახეთში მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესს ეკატერინე ტიკარაძე გაეცნო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში, მოსახლეობის ვაქცინაცია,  კახეთის რეგიონის ორ სოფელში- მანავსა  და პატარძეულში მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ვაქცინაციის პროცესს ადგილზე  ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე,  მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გაეცნენ. 

მანავში COVID-19-ის საწინაღმდეგო ვაქცინით  ათეულობით ადამიანი აიცრა, მათ შორის იყო  ორსული და 100 წლის ქალი.

„ვაქცინაციის მარათონს კახეთში ვაგრძელებთ.  ჩვენ ის სოფლები შევარჩიეთ, სადაც ვაქცინაციის ტემპი დაბალია. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ჩართულობა, რათა მოქალაქეებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიმდინარე პროცესს მუდმივ მონიტორინგს  გაუკეთებს. 

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაქცინაციის მარათონი დადებით შედეგებს გამოიღებს და ვაქცინაციის ტემპი კიდევ უფრო  მოიმატებს“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
COVID-19-ის საწინაღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოქალაქეებს, სოფლიდან გაუსვლელად, ადგილზე, რეგისტრაციის გარეშე, სპეციალურად გამოყოფილ  მოძრავ  ამბულატორიაში შეუძლიათ.
„ვაქცინაციის ტემპი იმატებს.  მარათონის ფარგლებში , პირველ დღეს  120  , გუშინ კი 300 ადამიანი აიცრა. დიდი იმედი გვაქვს, რომ სასოფლო დასახლებაში მარათონი  კარგ შედეგს გამოიღებს, თუმცა ეს ყველაფერი შემდგომშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. აქ ძალიან გამოცდილი ექიმები და ექთნები არიან. მოგეხსენებათ, რომ  კახეთში შემთხვევების მატებაა და ამ პროცესს მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია გააჩერებს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

პროექტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის  ინიციატივით ხორციელდება. 
მარათონში მონაწილეობას იღებენ სოფლის ექიმები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული  მხარეები.
საინფორმაციო შეხვედრების განმავლობაში მოსახლეობას საგანმანათლებლო მასალებიც გადაეცემათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics