|
2021-10-21 11:25:00, 468 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა ონლაინ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ონლაინ ფორუმი „კარტოფილის ღირებულების ჯაჭვის მდგომარეობა და პერსპექტივები საქართველოში“ გაიმართა, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მიიღო მონაწილეობა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფორუმი პროექტის „ფინანსები, ექსტენცია და კოოპერატივების განვითარება ქართველი ფერმერებისათვის“ (FinExCoop საქართველო) ფარგლებში ჩატარდა და, NIF პროგრამის ნდობის ფონდის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსდა. ფორუმზე კარტოფილის ღირებულებათა ჯაჭვის გაუმჯობესების და ბაზარზე უკეთესი წვდომის ხელშეწყობის საკითხები და გამოწვევები განიხილეს. როგორც ფორუმზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კარტოფილი საქართველოში ერთ-ერთ ძირითად აგრარულ კულტურას წარმოადგენს, რომელსაც მნიშვნელოვანი წილი უჭირავს მოხმარების თვალსაზრისით. კარტოფილის კულტურის განვითარებას განსაკუთრებით დიდი პოტენციალი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აქვს. „აღსანიშნავია, რომ კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა საქართველოში დაბალია, რაც, მეტწილად, ფერმერთა მიერ ისეთი სათესლე კარტოფილის გამოყენებით არის განპირობებული, რომლებიც ვირუსების ან სხვა დაავადებების მიმართ მდგრადობით არ გამოირჩევა და დაბალმოსავლიან ჯიშებს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას. ამ მიზნით, ფონდის „ქართუ" დაფინანსებით შეიქმნა მცენარეთა მიკროკლონური (IN VITRO) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის ლაბორატორია. ლაბორატორიაში მიმდინარეობს კარტოფილის ინვიტრო მცენარეების გამრავლება, შემდგომ სათბურში გადატანა და მინი ტუბერების მიღება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეკარტოფილეობის დარგის განვითარებისთვის, რაც არაერთ მიმართულებას გულისხმობს, სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებას ახორციელებს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ფორუმში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი ჟორჟ დეუ, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორი რაფაელ ჟოზანი, FinExCoop საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელი კრისტოფ კორდონიე, შესაბამისი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)