07:25 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 14:46:39, 662 ნახვა

საზოგადოება
მეუფე პეტრე სააკაშვილს - კგბ-ს საბჭოთა პატრიარქის საეკლესიო კურსის მხარდაჭერა, ცრუ ქრისტიანობის მხარდაჭერაა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილს  რომელშიც სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პატრიარქ ილია II-ის „ყველა საეკლესიო პოზიციას მხარს უჭერს“.სოციალურ ქსელში  პოსტით ეხმაურება, რომელსაც იღუმენია თამარ გამყრელიძე ავრცელებს.

როგორც მეუფე პეტრე  სააკაშვილს წერს, მან უნდა  იცოდეს, რომ გამარჯვების მომნიჭებელი უფალი სიმართლეშია და არა საბჭოთა პატრიარქში.

„რა მწარედ ტყუვდებით ბატონო პრეზიდენტო! ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთ დიდ პატრიოტს და ძლიერ პოლიტიკოსს დიდი შეცდომა მოგდით, როდესაც დღევანდელ საპატრიარქოსთან ცდილობთ დიპლომატიური და პოლიტიკური ბინძური თამაშის წესებით ურთიერთობას. მოკლედ გეტყვით, რომ კგბ-ს საბჭოთა, წითელი პატრიარქის საეკლესიო კურსის მხარდაჭერა და კომპლიმენტები დღეს, არც მეტი, არც ნაკლები, საბჭოთა მემკიდრეობისა და ცრუ ქრისტიანობის მხარდაჭერაა, ეკლესიაში არსებული უკეთურების, უზნეობის, პედოფილიის, მამათმავლობის, ნარკომანიის, ვერცხლისმოყვარეობის, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების, საბჭოთა მსოფლმხედველობაში ჩარჩენის და საქართველოსთვის ბედნიერი მომავლის წართმევის მხარდაჭერაა. უფალმა გაგინათოთ გონება და მოგმადლოთ სიბრძნე, აღმაშენებლისეული აზროვნება, რომლის წარმატებას, დიდგორზე გამარჯვებას და საქართველოს გამთლიანებას წინ უძღოდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და არა ფარისევლობა, არა პირფერობა, ზნედაცემული მაღალი იერარქიის მიმართ. უნდა იცოდეთ, რომ გამარჯვების მომნიჭებელი უფალი სიმართლეშია და არა საბჭოთა პატრიარქში... აი, რა გაშორებთ თქვენ ნამდვილ ეროვნულ შეგნებასთან და ეროვნულ მოძრაობასთან... გისურვებთ მხნეობას და ჯანმრთელობას თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს საკეთილდღეოდ. ამინ!" – წერს მეუფე პეტრე პოსტში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics