|
2021-10-19 17:11:12, 859 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი საქართველოში ლიეტუვის ელჩის მოადგილეს და ლიეტუვის დელეგაციას შეხვდა
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩის მოადგილეს საულიუს ვალაინისს და ლიეტუვის დელეგაციას შეხვდა.-ამის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ლიეტუვის დელეგაციის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. "ღონისძიების მიზანია ამ სფეროში ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, ზრუნვის სააგენტოს საქმიანობის, სახელმწიფო სერვისების, სააგენტოს საჭიროებების და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განხილვა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლაშა ჯინჯიხაძე, ლიეტუვის რესპუბლიკის ეთნიკური უმცირესობების დეპარტამენტის დირექტორს ვიდა მონტვიდაიტეს, ნ. გენიტეს პანსიონატის დირექტორი ვიტაუტას ვიგელის და პანსიონატის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში მერი მაღლაფერიძემ სტუმრებს ზრუნვის სააგენტოს ძირითადი საქმიანობა გააცნო, ვრცლად მიაწოდა ინფორმაცია განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების შესახებ. ასევე, დეტალურად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ზრუნვის სააგენტო საქმიანობისას აწყდება. ძირითადი აქცენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილ სერვისებზე გაკეთდა. თავის მხრივ, ლიეტუვის დელეგაციამ პრეზენტაციისას ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღმავებასა და მიმდინარე აქტივობების გაზიარებას გაუსვა ხაზი, ყურადღება გაამახვილეს საკუთარი ქვეყნის გამოცდილებასა და მიმდინარე პროცესებზე. სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმით, მოქალაქეთა მხრიდან სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობით, მოხუცთა თავშესაფრების სპეციფიკით და ფუნქციონირებით, ძალადობის მსხვერპლთა სერვისებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გამოცდილებით, ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაზე სხვადასხვა მიმართულებებში. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლიეტუვის დელეგაციის სტუმრობა სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებში და სახელმწიფო სერვისების ადგილზე გაცნობა."- ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
კონგრესმენები თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მომავალ კვირას გეგმავენ
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)