|
2021-10-18 12:11:08, 609 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კომპანია „ჯი ემ სი” საქმიანობას აფართოვებს
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კომპანია „ჯი ემ სი“ საქმიანობას აფართოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით „ჯი ემ სი“ მეტალის კონსტრუქციების, კერძოდ მშენებლობისათვის საჭირო სხვადასხვა ზომისა და სირთულის მეტალის სამშენებლო კონსტრუქციების წარმოებას იწყებს. კომპანია გეგმავს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე. პროექტის ჯამური ოდენობა 5 800 000 ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ინვესტიცია კი 4 060 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულს კომპანიის დირექტორი, ბადრი ხიმშიაშვილი გამოეხმაურა. „მოხარული ვართ, რომ ჩვენს ახალ წამოწყებაში გვერდით გვიდგას ისეთი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, როგორც საქართველოს ბანკია. მოგეხსენებათ, რომ ,,ჯი ემ სი“ წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ კომპანიას საქართველოში, რომლის ძირითად საქმიანობას დღეისათვის წარმოადგენს ცნობილი ბრენდების მიერ მაღალი ხარისხით წარმოებული ქვის სამსხვრევი, ბეტონის მწარმოებელი მანქანა-დანადგარებისა და მათი სათადარიგო ნაწილების იმპორტი, ასევე ლითონის ბადეების ადგილობრივი წარმოება. ახალი პროექტის ფარგლებში კი ვიწყებთ სხვადასხვა ზომისა და სირთულის მეტალის სამშენებლო კონსტრუქციების წარმოებას. თუმცა, ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ასევე ვგეგმავთ ზემოთ ხსენებული მანქანა-დანადგარებისათვის საჭირო მექანიზმების ადგილზე წარმოებას“, - განაცხადა ბადრი ხიმშიაშვილმა. ამასთან, „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა განაცხადა, „სასიამოვნოა, როცა ვხედავთ თუ როგორ ფართოვდება ჩვენი მხარდაჭერით კიდევ ერთი ბიზნესი“. „კომპანია „ჯი ემ სი“ წარმოადგენს კომპანიას, რომლის ძირითად საქმიანობას დღეისათვის წარმოადგენს ცნობილი ბრენდების მიერ მაღალი ხარისხით წარმოებული პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია. ერთობლივი ძალისხმევით კი კომპანიამ ახალი საქმიანობის წამოწყება შეძლო, რაც ნიშნავს კიდევ უფრო ძლიერ ბიზნესს, ახალ სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკის გაჯანსაღებას. წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას სამომავლო გეგმებში“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)