|
2021-10-14 11:43:13, 540 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - ეკოტურიზმის სწორად განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელება
საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფორმირებისა და დანერგვის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინსტრმა, ლევან დავითაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მოაწერეს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას, ხელი შეუწყონ საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას. საქართველოს ეკოტურიზმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება 2020 წელს დაიწყო და მასში ჩართული იყო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო და საქართველოს ეკოტურიზმის განვითარების ასოციაცია. სტრატეგიის შემუშავება გერმანიის მთავრობის ფინანსური და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერით მოხდა. „პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით 2020 წელს, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ძალიან პოპულარული გახდა ეკოტურისტული მიმართულება და ის ტურიზმის ყველაზე მზარდ სეგმენტად იქცა. ვფიქრობ, ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან კოორდინირებული ძალისხმევა, რათა სწორად განვითარდეს ტურიზმის ეს მიმართულება და ის პოტენციალი, რაც არსებობს, ის ეკოსისტემები, რომელიც სატყეო სექტორში, ასევე, დაცულ ტერიტორიებზე გვაქვს, სრულად და ეფექტიანად გამოვიყენოთ. განვითარებული ეკოტურიზმის პირობებში მოვიზიდავთ როგორც მეტ ადგილობრივ ტურისტს, ისე უცხოელ ვიზიტორებს, რაც მეტ შემოსავალსა და სარგებელს მოუტანს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. სტრატეგიის დოკუმენტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ოთხივე სეზონის ეკოტურისტული შეთავაზებების განვითარებას, ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ძეგლების იდენტიფიცირებას და შენარჩუნებას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში, ნიშური პროდუქტების შექმნას, ადგილობრივი ტრადიციული წარმოების განვითარებას, საგანმანათლებლო აქტივობების განხორცილებას და სხვას. დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ბაზრის სრული ანალიზი განხორციელდა, გაიმართა შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან. ონლაინ ფორმატში განხორციელდა დოკუმენტის საჯარო განხილვა. დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, დაგეგმილია უწყებათაშორისი საბჭოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს კოორდინაციას, დოკუმენტის აღსრულების ხელშეწყობის, შესრულების მონიტორინგს და ანგარიშგების მიზნით.
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
კონგრესმენები თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მომავალ კვირას გეგმავენ
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)