10:17 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-14 10:39:25, 399 ნახვა

საზოგადოება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს; სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდეა შემცირებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა  მოადგილემ, გიორგი  ხანიშვილმა და აჭარის  სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ აზიურ ფაროსანასთან  ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს და არსებული შედეგები შეაჯამეს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფილის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში, მავნებელთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს, ფაროსანას მიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდეა შემცირებული, თუმცა,   ამ პერიოდში, როცა მავნებელი უკვე  გამოსაზამთრებლად ემზადება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მწერის საწინააღმდეგოდ აპრობირებული მექანიკური მეთოდების გამოყენება.

მათივე ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი ხელისუფლების და თვითმმართველი ერთეულების მიმდინარე პროცესში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

აზიური ფაროსანას  ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით, სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება, დამონტაჟებულია  „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. აჭარაში  მავნებლის საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 6779 ჰა ფართობი, დამონტაჟებულია 2900 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური და 520 ფერომონიანი დამჭერი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics