18:03 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-13 16:07:10, 725 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი კულება სააკაშვილზე - გადაწყვეტილებას როცა მივიღებთ, რა გზით გავაგრძელოთ სვლა, გაცნობებთ

უკრაინელი დიპლომატები მუდმივ კონტაქტში არიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც დაპატიმრების შემდეგ ციხეშია. როგორც „ Европейская правда“ იტყობინება, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ ვამყარებთ მუდმივ კონტაქტს მიხეილ სააკაშვილთან, ადვოკატებს აქვთ მასთან მუდმივი კონტაქტი,   ადვოკატებს აქვთ მასთან დაშვება, კონსულს აქვს მასთან დაუბრკოლებელი დაშვება. უკვე შედგა მასთან რამდენიმე საუბარი, რა დროსაც ჩვენ გავარკვიეთ მისი და მისი ადვოკატების მკაფიო პოზიცია“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

მინისტრმა დაამატა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლა სწავლობს საქმის სამართლებრივ მხარეს.

"მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასაჭირში. ამიტომ, როდესაც მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, თუ რა გზით გავაგრძელოთ სვლა, ეს კი შეიძლება, იყოს არა მხოლოდ ექსტრადირება, მაშინ ამის შესახებ გაცნობებთ“, – განაცხადა კულებამ.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი ახლა რუსთავის მე – 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, სადაც პოლიტიკოსი 1 ოქტომბერს დაკავების შემდეგ მოათავსეს. მან შიმშლობა გამოაცხადა და მეცამეტე დღეა შიმშილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics