07:14 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-10 00:07:01, 952 ნახვა

პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა 14 ოქტომბერს აქციას გამართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისა და ოპოზიციის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში 14 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გაიმართება.  

"ჩვენ აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრნი თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ, რომ არასდროს ჯერ გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. რა არის მთავარი მიზეზი შეკრების  - ამაზე ვილაპარაკე, ჩვენი, ცალკე აღებული ნაციონალური მოძრაობის სურვილი კი არა, ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი  არ იყოს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას დიდი სიამოვნებით, იმისათვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო - ვისაც გინდა ჩასვამ, დაიჭერ, ჩასვამ და მერე შენი ბინძური პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს​. უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი, ბევრი ღირსეული მოქალაქე, რომელთა ნაწილი, დარწმუნებული ვარ, სულ არ იქნება ნაციონალური მოძრაობის არც მხარდამჭერი და არც ამომრჩეველი.

თავისუფლების მოედანზე სიმართლის ხმა უნდა გაიგოს ყველამ და ერთხელ და სამუდამოდ მთელი საერთაშორისო საზოგადოებაც აუცილებლად თითოეული ჩვენგანისადმი იქნება ისეთივე მართალი, როგოც ჩვენ ვართ მათთან მიმართებაშ მართალი, როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება, ქვეყანაში მე-3 პრეზიდენტი იჯდეს ციხეში გამოკეტილი უსამართლო ბრალდებებით". - ამბობს ნიკა მელია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics