18:15 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-08 19:29:37, 922 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მე მქონდა შესაძლებლობა ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის თავისუფლების ჰაერი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელიც მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამია რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ  საჯაროდ წაიკითხა.

 როგორც წერილშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდელებს მიმართავს  და სოლიდარობას უცხადებს  ანზორ მელიას და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, მანუჩარ ფიფიას.

სააკაშვილმა, ასევე მოუწოდა ყველას ხვალ აქციაზე შეკრებისკენ.

„ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი, როგორც თავის დროზე „მხედრიონის", არის სამეგრელო. ის უკანონობა, რომელსაც ზუგდიდში ჩადიან და უკვე აპირებენ სენაკში და სხვაგანაც, არ უნდა შერჩეთ. მე მქონდა შესაძლებლობა ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის თავისუფლების ჰაერი. საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან. ხვალ ყველანი ხმების დასაცავად, ნიკა მელიას და პარტიის სხვა ლიდერების მეთაურობით. სოლიდარობა ანზორ მელიას და ჩვენ კანდიდატს ფიფიას, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში და ახლა გამარჯვებას ართმევენ. სოლიდარობა ზუგდიდელებს. ზუსტად ვიცი რა შავი ფურცელია ჩვენ ისტორიაში ის, რომ ზვიად გამსახურდიას ვერ გაუფრთხილდით მთელი საქართველო. ასევე ზუსტად ვიცი, რომ ეს აღარასდროს განმეორდება და ერთად ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ“, - წერს სააკაშვილი მიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics