07:15 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-07 20:18:47, 996 ნახვა

პოლიტიკა
პენიტენციური სამსახური - გაცნობებთ , რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით

გაცნობებთ , რომ მსჯავრდებული ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზირით  და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ , რომ ხელოვნურად გაჭიანურდა ტელევიზორის მიწოდების პროცესი ტყუილია. განვმარტავთ, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური  ავრცელებს.

მათი ცნობით, სააკაშვილს  ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია  ტელევიზორი  და შეკვეთა გააფორმდა. ამ დროისთვის   მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებკობს

"ტყუილია ასევე ის ინფორმაცია  რომ თითქოს   მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი,   დაწესებულებაში შესახლებისთანავე კანონის შესაბამისად, მას  გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა  თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში.

 მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ადმინისტრაცისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართვს.

აქვე განვმარტავთ, სახარებასთან დაკავშირებულ საკითხს .დეკანოზის მიერ მოტანილ სახარებას ჰქონდა მოოქროვილი ელემენტები და თვლები,  №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება  ფასეული ნივთებისა  პენიტენციურ დაწესებულებაში ქონა. სწორედ ფასიან ნივთების ნუსხაშია ყველა სახის ნივთი ან სამკაული, რომელსაც აქვს ძვირფასი გაფორმება." - ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics