18:28 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-07 13:04:18, 814 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე - ტელევიზორი თუ უნდათ, ნათესავებმა მიუტანონ, მისთვის სასათბურე პირობები ვერ იქნება

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ქვეყნის ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში „სასათბურე პირობებს“ ვერ შეუქმნიან.

მისივე თქმით, ტელევიზორი საპატიმროში არ არის პროტოკოლით გათვალისწინებული.

„შიმშილობა მისი უფლებაა, უნდა იშიმშილოს, პროტესტის სხვა ფორმები გამოხატოს, უბრალოდ არგუმენტირებული უნდა იყოს ეს. სულ რომ მილიონი ადამიანი გამოვიდეს, დანაშაული აქვს ჩადენილი, დაჭერილია არგუმენტირებულად, 2012 წლამდე არსებული ციხე და ახლა არსებული ციხე რადიკალურად განსხვავებულია, მათ შორის, სამედიცინო აღჭურვილობით, შესაბამისი სერვისებით. მე მჯერა ჩვენი ექიმების და დარწმუნებული ვარ, თუ კალორიულობის დეფიციტი ან პრობლემა აქვს, იმედია დაეხმარებიან.

რაც შეეხება ტელევიზორს, ინტერნეტს და ასე შემდეგ. ტელევიზორი პროტოკოლით არ არის გათვალისწინებული, თუ უნდათ, ნათესავებმა მიუტანონ, რაც ეხება მობილურს შეზღუდულია და იმ გრაფიკით მიეწოდება, როგორც დანარჩენ პატიმრებს, მისთვის განსაკუთრებული და სასათბურე პირობები ვერ იქნება და არ იქნება. კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს და განსხვავებული მიდგომები არ იქნება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics