|
2021-10-06 12:35:52, 784 ნახვა
პოლიტიკა
კლინიკების ასოციაცია ილია მეორეს მიმართავს და სთხოვს, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა გადააფიქრებინოს
საქართველოს კლინიკების ასოციაცია პატრიარქ ილია მეორეს ღია წერილით მიმართავს და სთხოვს, მდგომარეობის დამძიმებამდე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სთხოვოს, რომ შეწყვიტოს ციხეში შიმშლობა. წერილში, რომელსაც კლინიკების ასოციაცია ავრცელებს, აღნიშნულია საფრთხეები და შედეგები, რაც შესაძლოა შიმშილობის გაგრძლებას მოჰყვეს. „თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, დაკავებული იქნა სამართალდამცველების მიერ და უკვე მეექვსე დღეა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს საპყრობილეში. პატივს ვცემთ მის ბრძოლას სამართლიანობისთვის, მაგრამ ყოვლად შემაშფოთებელია მისი განცხადება პროტესტის უკიდურეს ფორმასთან დაკავშირებით და ამასთან ერთად, იგი უარს აცხადებს საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებაზე. ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად პასუხობს შიმშილს, ბევრი რამ დამოკიდებულია ქრონიკული დაავადებების არსებობაზე. ადამიანებს შიმშილობის დაწყებიდან, ერთი კვირის შემდეგ, ეწყებათ ნივთიერებათა ცვლის მოშლა და ინტოქსიკაციის მოვლენები, გრძნობენ დაუძლურებას და აწუხებთ თავის ტკივილი. მე-10 - მე-12 დღიდან გამოიხატება არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა, ირღვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის და თირკმლის ფუნქციები, ამასთანავე შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია და მასთან დაკავშირებული კოლაფსი. დარღვეული ტროფიკის შედეგად ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა და ვითარდება თავის ტვინის იშემიური მოვლენები. მოგვიანებით პერიოდში შესაძლებელია განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა, რითიც საფრთხე ექმნება ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს. ამავე დროს, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება შიმშილი, მითუფრო ჩნდება რისკი შეუქცევადი პროცესების განვითარებისა. უწმინდესო და უნეტარესო, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეალური საფრთხე ექმნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს, ამიტომ მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, სანამ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, იქნებ სთხოვოთ და გადაარწმუნოთ თქვენი სულიერი შვილი, შეცვალოს მისი გადაწყვეტილება პროტესტის უკიდურეს ფორმასთან დაკავშირებით, რამეთუ ღვთისგან ბოძებული სიცოცხლის ხელყოფა დაუშვებელია. საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელს უკავშირდება, ჩვენს ქვეყანაში, მრავალი სასიკეთო საქმეები, მისი ხელისუფლებაში ყოფნისას დასრულდა სამების საკათედრო ტაძარი, განახლდა ბაგრატის ტაძარი, აშენდა და რესტავრირებულიქნა მთელი რიგი ქალაქები, ჩამოყალიბდა სახელმწიფოს მართვის თანამედროვე ინსტიტუციები, იგი საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსია და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიოს ცნობილ პოლიტიკოსთა შორის. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოტენციალის რეალიზაცია, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მოცემულ ეტაპზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ქართველებმა დავუშვით საბედისწერო შეცდომა და სათანადოდ არ დავიცავით საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიცოცხლე, დღეს ვალდებული ვართ არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა. ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და სრულიად საქართველოს!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)