|
2021-10-06 12:20:14, 544 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - სააკაშვილი გისოსებს მიღმა უფრო თავისუფალია, ვიდრე ოლიგარქის რომელიმე მსახური
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გისოსებს მიღმა მყოფი მიხეილ სააკაშვილი ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები და სწორედ სააკაშვილი და მისი გუნდი იქნებიან რეჟიმის დასასრულის ავანგარდში. აღნიშნული განცხადება დეკანოიძემ, პრემიერ-მინისტრის წერილობითი მიმართვის საპასუხოდ გააკეთა. „ღარიბაშვილის დღევანდელი მიმართვა არის მორიგი მაგალითი ივანიშვილის და მისი ხელისუფლების გამორჩეული სიმდაბლის. ამ მიმართვას მხოლოდ ერთი შეფასება აქვს - ყველაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატვა, რომელსაც პუტინის პროპაგანდისტებსაც შეშურდებოდათ. ჩენ ყველამ კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ მიზენი არა სამართლიანი მართლმსაჯულება, არამედ ისტორიის გადაწერა და ვარდების რევოლუციისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დამცირება. მიხეილ სააკაშვილი, ივანიშვილის ტყვე და პუტინის პირადი ტყვე, ოლიგარქის ყველაზე მძიმე კოშმარია. სააკაშვილი შიმშილობს, მაგრამ ის კარგადაა. მისივთვის საქართველოს მომავალი უმნიშვნელოვანესია. მიშა ჩამოვიდა იმისთვის, რომ რეჟიმს ებრძოლოს. ახლა სააკაშვილი გისოსებს მიღმა უფრო თავისუფალია, ვიდრე ოლიგარქის რომელიმე მსახური. ის მხნედაა და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით რეჯიმის დასრულების ავანგარდში“, - განაცხადა დეკანოიძემ.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)