08:57 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-03 21:14:07, 650 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე"- რა უხარიათ ამ საცოდავებს, მეც ძალიან მიკვირს

რა უხარიათ ამ საცოდავებს, მეც ძალიან მიკვირს.  მოსახლეობას რომ ავუხსნათ რეალურად, ანალიზს თუ გავუკეთებთ 64 მუნიციპალიტეტიდან 20 მუნიციპალიტეტში დაინიშნა მეორე ტური, ეს რეალურად არის გაუმჯობესება, თუ ჩვენ შევადარებთ წინა არჩევნებს - 2016, 2020 წელს - ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა 

მისივე თქმით, ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანეს, როცა გახარიაზე თქვეს, რომ ის ბიწინა ივანიშვილის პროექტი იყო.

რა უხარიათ ამ საცოდავებს, მეც ძალიან მიკვირს. მოსახლეობას რომ ავუხსნათ რეალურად, ანალიზს თუ გავუკეთებთ, 64 მუნიციპალიტეტიდან 20 მუნიციპალიტეტში მეორე ტური დაინიშნა. მე დღეს ჩემს ბრიფინგზე ვთქვი, რომ ეს რეალურად გაუმჯობესებაა, თუ ჩვენ იგივე წინა არჩევნებს შევადარებთ, მაგალითად, 2016 წელს, 2020 წელს მეორე ტურები თითქმის 50-51% -ში, ოლქების თითქმის ნახევარში დაინიშნა, ახლა 30% -ში დაინიშნა, ანუ ერთ მესამედში დაინიშნა. მთავარი, ოპოზიციისთვის გამანადგურებელი არგუმენტი რაც მაქვს მე, ყველა მუნიციპალიტეტში მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ, მე ვახსენე წეღან, რომ ღალატი დაახლოებით 7- 8% დაგვიჯდა მეთქი, იქაც რომ არ ყოფილიყო ეს დაბნეულობა, რომელიც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იყო გახარიას შემთხვევაში და პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ბევრი ჩვენი ამომრჩეველი შეაცდინა, ბევრს ეგონა, რომ ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი ორი იყო და 6-7% დაახლოებით, რაც დაჯდა რეგიონებში, ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ჩვენი კანდიდატები ამ 20 მუნიციპალიტეტში პირველ ტურში ვერ გავიდნენ. ამის ანალიზი გავაკეთეთ ჩვენ უკვე და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ ყოფილიყო აი ეს ღალატის ისტორია, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შეიძლებოდა- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics