09:48 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 22:40:12, 693 ნახვა

პოლიტიკა
კენჭისყრის პროცესი დასრულდა - ხმების დათვლა დაწყებულია

კენჭისყრის პროცესი 20:00 სთ-ზე დასრულდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა გამართეს.  
ცესკოს თავმჯდომარის თქმით, უკვე დაწყებულია საარჩევნო პროცესის უმნიშვნელოვანესი - ხმის დათვლის პროცედურები. 
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნების დღემ კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. 
პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის და კენჭისყრის პროცესში კოვიდრეგულაციების დაცვისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრებსა და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას ამ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის. 
მინდა შეგახსენოთ, რომ 3200 საარჩევნო უბანზე სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა  300-ზე მეტია, წელს პირველად, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ ასევე უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. ვიდეოგადაღების ფაილები აიტვირთება „google drive“-ის პლატფორმაზე და უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. აქვე შეგახსენებთ, რომ ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს კრწანისის საოლქო საარჩევნო უბნებზეც, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იყო შესაძლებელი. ამ უბნებზე შედეგები აპარატის საშუალებით დაითვლება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც.  
ამ მრავალ სიახლესთან ერთად, რომელიც ამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დავნერგეთ, რა თქმა უნდა, ახლდა თავისი გამოწვევებიც. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული ხარვეზები არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი. 
ჩვენ დღეს უკვე გამოვეხმაურეთ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის წინასწარ, ნაწილობრივ შევსების ფაქტს. და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას აღნიშნულზე ექნება შესაბამისი რეაგირება. ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებებშიც. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება. 124-ე საუბნო საარჩევნო კომისია კი ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ოქმს შეადგენს კანონით დადგენილი წესით და მასზე ხელმოწერები გაკეთდება კანონით დადგენილი წესით. 
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონის საარჩევნო კომისიას, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები. საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება მსგავსი ტიპის გადაცდომებსა და ხარვეზებზე. 
მადლობას მოგახსენებთ თქვენი აქტიურობისთვის მედიას, რომელიც დღეს აქ ჩვენთან ერთად შრომობდა მიმდინარე აქტივობების გასაშუქებლად“,-განაცხადა კალანდარიშვილმა . 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ პუტინმა შესაძლოა „ინანოს“ უკრაინაში შეჭრა - Financial Times
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics