|
2021-10-02 16:36:11, 670 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც დამაჯერებლად
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც იმარჯვებს დამაჯერებლად. განსაკუთრებით დამაჯერებლად იმარჯვებს თბილისში , როგორც რეფერენდუმის ნაწილში ასევე თბილსის მერის ნაწილში.- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ. „ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც უკვე იყავით არჩევნებზე და მათაც, ვინც დარჩენილი დროის განმავლობაში აპირებთ საარჩევნო ურნებთან გამოცხადებას, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც იმარჯვებს დამაჯერებლად. განსაკუთრებით დამაჯერებლად იმარჯვებს თბილისში , როგორც რეფერენდუმის ნაწილში ასევე თბილსის მერის ნაწილში. ახლა მთავარია ყველა დარჩენილ საათებში მივიდეთ და გავზარდოთ ეს სხვაობა ქართველ ხალსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, კიდევ უფრო მკაფიო გავხადოთ ქართველი ხალხის პასუხი. მნიშვნელოვანია რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიცეს არანაირი მანიპულაციების შედეგდ რაიმე სახის გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. ჩვენ ვხედავთ მთელი დღის განმავლობაში რა უპრეცედენტო მობილიზაციაა ამომრჩევლებისა, ამას ყველაზე კარგად ხედავს „ქართული ოცნება“, მაგრამ ბევრს ვერაფერს ვერ აკეთებს, გარდა იმია, რასაც ისინი ჩადიან. ტრადიციულად რასაც არიან მიჩვეული, დაშინებას, შანტაჟს, ფულის დარიგებას , მაგრამ ყველფერს ყავლი აუვიდა, ჩვენ ახლა უნდა მოვბიულიზდეთ, არა რომელიმე მერობის კანდიდატების ცალკე აღებული , ან პოლიიტკური პარტიის გასამარჯვებლად, ეს არ არის არჩევნები ვინმეს დასამარცხებლად, თქვენ უნდა გაიმარჯვოთ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ . [...] ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს დიდ ქალაქებში, ამ ქალაქებში მუშაობს ძალიან ბევრი მედიის წარმომადგენელი და დაშინებისა და მოსყიდვის მაშტაბი ვერ გაშალა „ქართულმა ოცნება“ ისე, როგორც მათ სურდათ, სამწუხაროდ დაებებში სოფლებში, იქ სადქც კამერები არ მუშოაბენ მაგრამ ჩვენი ათასობით და ათსობით თანამებრძლი იბრძვის უთანასწოროე ბრძლაში, სუს-სთან , ადმინისტრაციულ რესურსთან , მათ უნდა გამოვექომაგოთ მთელი თბილისი, ქუთისი, ბათუმი, ფოთის ყველა დიდ ქალაქის მაცხოვრებლები უნდა დავიძრათ, რომ გავზარდოთ სხვაობა „ქართულ ოცნებასა’ და ქართველ ხალხს შორის ქართველი ხალხის სასარგებლოდ“-განაცხადა ნიკა მელიამ.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)