19:20 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 12:25:19, 503 ნახვა

პოლიტიკა
TI - მარნეულის საარჩევნო უბანზე მოქალაქემ ხმა ორჯერ მისცა და მესამედაც ცდილობდა

მარნეულის საარჩევნო უბანზე მოქალაქემ ხმა ორჯერ მისცა და მესამედაც ცდილობდა, - ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია დღევანდელ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით ავრცელებს.

"09:52 - მარნეულის 22-ე საოლქო კომისიის #13 უბანზე ამომრჩეველმა დილით მისცა ხმა, შემდეგ 09:52-ისთვის ისევ მივიდა უბანზე და კვლავ მისცა ხმა, მალევე მესამედაც შებრუნდა, ჩვენმა დამკვირვებელმა დაიწყო დარღვევის გადაღება რა დროსაც ერთ-ერთი დამკვირვებელი მივარდა ამ ამომრჩეველს, გამოგლიჯა ბიულეტენები (ეს მომენტი არის გადაღებული), მესამეჯერ ვეღარ მისცა ხმა და დატოვა უბანი. დავწერეთ საჩივარი", - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics