11:31 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 10:46:35, 689 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - აქ ვართ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ, ვერც ერთი ზონდერი ამ ქვეყანას მომავალს ვერ წაართმევს

აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვიღაც დავამარცხოთ, აქ ვართ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ და ვერც ერთი ზონერი, მოკრიმინალური ელემენტები ამ ქვეყანას მომავალს ვერ წაართმევენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მექვსე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, მარტივია თქმა, თუ რას დაუჭირა მხარი.

„ძალიან მარტივია თქმა, თუ რას მივეცი ხმა, ძალიან მარტივია ასახსნელად, თუ რას დავუჭირე მხარი. ვისაც არ სურს, რომ ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს, ვისაც არ სურს, რომ ოლიგაქრიული წეს-წყობილება გაგრძელდეს, არ სურს, რომ ხელისუფლებას მთავარ დასაყდრენად მიაჩნდეს თითქოს კრიმინალური ავტორიტეტები, სინამდვილეში სუს-თან მყოფი ადამიანები, ვისაც არ სურს, რომ ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი იყოს უსამართლობა, ვფიქრობ, ყველა ძალიან მარტივად გააკეთებს არჩევანს.

ვისაც არ გვსურს ვიხილოთ ის სურათი, რაც გუშინ ვიხილეთ, არაგულწრფელი ხელისუფლება, გსურთ, რომ ერთი ფერი იყოს მუდმივად საქართველოში, ლურჯი ფერი იყოს, ქვეყანაში არ არსებობდეს ერთი სოფელიც კი, რომელიც არ იქნება ოპოზიციურ-კოალიციური მმართველობის ქვეშ და მხოლოდ „ქართული ოცნება“ იქნება მმართველი, თუ ასეთები შემორჩით, მხარს დაუჭერთ ამ სამ ადამიანს, რომლებიც ცდილობენ შავზე-თეთრი თქვან სულ,

ამიტომ, არჩევანი ძალიან ადვილი იყო, ვფიქრობთ, ყველას სჭირდება განვითარების მძლავრი იმპულსი, ნორმალური, როგორც მინიმუმ საინვესტიციო კლიმატი, ეს ყველაფერი შეუძლებელია ჭაობში მყოფი ხელისუფლების დროს განხორციელდეს. მათ პირობებში, რაც არ უნდა ნიჭიერები, პროფესიონალები ვიყოთ, გასაქანი ადამიანს უბრალოდ არ აქვს, ამიტომ ყველანი საარჩევნო უბნებზე, ყველანი იქ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიში უნდა დაიწეროს ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი და ჩვენ უნდა ჩავდოთ წილი ამ ქვეყნის განვითარებში, ნუჩათვლით, რომ პოლიტიკოსები იმარჯვებენ ამ არჩევნებში, ეს ის არჩევნებია, კენჭისყრაა, სადაც ყველას უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მათი თანამონაწილეობის გარეშე არაფერი გამოვა“, - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
„ხინკლის სახლი“ კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics