11:31 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 10:38:14, 444 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - ეს არჩევანია წარსულსა და მომავალს შორის, მოგიწოდებთ, აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე

უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს აშკარაა, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის შემდეგ, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის. ეს ორი ძალა გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს, უკვე წლებია წარსულში გვექაჩება, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე გონიერ და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის.

მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე. იმიტომ რომ, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს განახლების არჩევნებია და ყველამ ვნახეთ, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნულმა მმართველობამ.

კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ,რომ ეს უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის.გულწრფელად მჯერა, რომ დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე, გრძნობს რამდენად სჭირდება ქვეყანას განახლება, ის გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს. მეორე ტურში იქნება ეს თუ პირველ ტურში,ამას მნიშვნელობა არ აქვს,მთავარია წინსვლა", - განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
„ხინკლის სახლი“ კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics