11:32 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 10:29:20, 527 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მოსალოდნელია პროვოკაციები, ნუ მივცემთ პროვოკატორებს მიზნის მიღწევის შესაძლებლობას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს, ნებისმიერ პროვოკაციას მაქსიმალური სიმშვიდითა და მოთინებით შეხვდნენ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს მშვიდ გარემოში მიეცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა.

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, დღე, რომელიც განსაზღვრავს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

თითოეული ამომრჩევლის ხმა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში აირჩნენ ყველაზე ღირსეული კანდიდატები მერებად და საკრებულოს წევრებად.

შესაბამისად, ამომრჩეველს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისკენ.

დღეს დილის 8 საათზე საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად გაიხსნა და საარჩევნო პროცედურები რაიმე არსებითი ხარვეზის გარეშე წარიმართა, რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს მადლობას ვუხდით.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს მშვიდ გარემოში მიეცეს ხმის მიცემის შესაძლებლობა. ბუნებრივია, მოსალოდნელია პროვოკაციები. მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, მათ შორის, განსაკუთრებით, ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, ნებისმიერ პროვოკაციას მაქსიმალური სიმშვიდითა და მოთმინებით შეხვდნენ. ნუ მივცემთ პროვოკატორებს მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.

ასევე, მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილ ტელევიზიებს, მათ მიერ დამკვიდრებული ტრადიციის წინააღმდეგ, ნუ შეეცდებიან ხელოვნური აჟიოტაჟით შექმნან ყალბი აღქმები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ.

დარწმუნებული ვართ, რადიკალურ პოლიტიკურ ძალებს ქართული საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
„ხინკლის სახლი“ კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics