19:30 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-02 08:46:09, 605 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილმა ხნა მისცა და საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა

„ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა.

ბიძინა ივანიშვილი ადგილზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

ხმის მიცემის შემდეგ ბიძინა ივანიშვიმა საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები სამ სხვადასხვა ბიულეტენს მიიღებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 21 483 წარმომადგენელი, 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31 310 დამკვირვებელი და 52 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1024 საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები.

საარჩევნო პროცესს გააშუქებს 109 მედიაორგანიზაციის 2 927 წარმომადგენელი. ამომრჩეველი 64 მუნიციპალიტეტის მერს და ამდენივე საკრებულოს ჯამში 2 068 წევრს აირჩევს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics