12:10 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 19:59:03, 477 ნახვა

პოლიტიკა
ტიტე აროშიძე - მოვუწოდებ ყველა პასუხისმგებელ პირს და ამომრჩეველს უზრუნველყონ არჩევნების მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ჩატარება

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო გარემოზე და არჩევნების დღეს მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა და ამომრჩეველს, კომისიის წევრებს, დამკვირვებლებს და ყველას და ვინც ჩართულია საარჩევნო პროცესებში, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში   ჩატარებისკენ მოუწოდა.- ამის შეესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს

„როგორც მოგეხსენებათ, თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა ორი დღე, ფაქტიურად არჩევნების წინასაარჩევნო პროცესი მთლიანად ძალიან მშვიდ გარემოში წარიმართა. ჩვენ ვაპირებთ, რომ არჩევნების დღეს, რა თქმა უნდა იყოს  სიმშვიდე  და შესაბამისად მობილიზებულია როგორც ამომრჩეველი, ასევე მთლიანად კომისიები, იმისათვის რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

მისი თქმით  „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იგეგმება პროვოკაციული ქმედებები და მაქსიმალურად შეეცდებიან სარჩევნო უბნებზე სიტუაციის არევას. დაზუსტებული ინფორმაციით არის უბნები, სადაც ნაციონალური მოძრაობა ისევ პოლიტიკურად ბინძურ მეთოდებს იყენებს. როგორც ტიტე აროშიძემ განაცხადა, პროვოკაციების მოწყობა და  უბნების ჩაშლა არის კანონმდებლობით დანაშაული და მათ შესაბამისი პასუხი გაეცემათ. 

„მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩეველს,  ასევე  კომისიის წევრებს, დამკვირვებლებს და ყველას და ვინც ჩართულია საარჩევნო პროცესებში, უზრუნველყონ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ჩატარება მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე"-განაცხადა ტიტე აროშიძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics