|
2021-09-30 15:45:23, 1483 ნახვა
მსოფლიო
სასამართლომ სარკოზის 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდა - მას უფლება ეძლევა, სასჯელი შინაპატიმრობაში მოიხადოს
პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების უკანონო დაფინანსებისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,მას ასევე შეეძლება შინაპატიმრობის არჩევა ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით.-ინფრომაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, 2012 საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნიკოლა სარკოზმის, ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები გამოყო,კერძოდ მისმა "კონსერვატიულმა პარტიამ" საარჩევნო კამპანიისთვის 22.5 მილიონი ევრო დახარჯა, რაც საარჩევნო კანონმდებლობით, დაშვებულს ორჯერ აღემატება. პროკურორებმა დაასკვნეს, რომ სარკოზიმ 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იცოდა, რომ მისი ხარჯები - რომელიც მკაცრად შეზღუდულია საფრანგეთის კანონმდებლობით - კანონიერ მაქსიმუმს უახლოვდებოდა სასამართლო პროცესის დროს სარკოზიმ განუცხადა სასამართლოს, რომ ზედმეტი თანხის ფლანგვას ადგილი არ ჰქონია და რომ მას არანაირია „თაღლითური განზრახვა“ არ ჰქონდა. ყოფილი პრეზიდენტის გარდა, ცამეტი სხვა ადამიანი გაასამართლეს, მათ შორის მისი პარტიის წევრები, ბუღალტერი და საკომუნიკაციო ჯგუფის ხელმძღვანელები. ისინი ყველა დამნაშავედ ცნეს, სასჯელი პირობითი პატიმრობიდან ორ წლამდე შინაპატიმრობით განისაზღვრა. სხვადასხვა ბრალდება მოიცავს გაყალბებას, თაღლითობას და კამპანიის უკანონო დაფინანსების თანამონაწილეობას. სარკოზი 2017 წელს გადადგა აქტიური პოლიტიკიდან, მაგრამ კვლავ თამაშობს როლს კულისებში. ფრანგული მედია იტყობინება, რომ ის მონაწილეობს კონსერვატიული კანდიდატის არჩევის პროცესში, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)