12:11 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-30 11:41:50, 540 ნახვა

პოლიტიკა
2 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე „ოცნების“ შემოსავალი 8 287 870 ლარია, „ნაცმოძრაობის“ - 774 704, გახარიას პარტიის - 756 601

ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მიღებულია 12 871 714 ლარის შემოსავალი, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საარჩევნო სუბიექტებს შემოსავლების 10 319 989 ლარი შემოწირულობებია, 1 972 996 ლარი საბიუჯეტო დაფინანსება, 578 729 ლარი კი, სხვა შემოსავალი.

„ქართული ოცნების“ შემოსავალი 8 287 870 ლარია, აქედან შემოწირულობა - 7 837 030 ლარი, ხოლო საბიუჯეტო შემოსავალი - 428 335 ლარი. პარტიას მიღებული აქვს სხვა შემოსავალი 22 505 ლარის ოდენობით.

„ნაციონალური მოძრაობის“ ჯამური შემოსავალი - 774 704 ლარია, საბიუჯეტო შემოსავალი - 183 303 ლარი, შემოწირულობები - 543 182 ლარი, სხვა შემოსავალი კი - 48 219 ლარი;

„გახარია - საქართველოსთვის“ ჯამური შემოსავალი 756 601 ლარია, აქედან შემოწირულობაა 755 711 ლარი, ხოლო სხვა შემოსავალი 890 7 ლარი;

„ევროპული საქართველოს“ ჯამური შემოსავალი 667 963 ლარია, საბიუჯეტო შემოსავალი 93 701 ლარი, შემოწირულობები 74 262 ლარი, ხოლო კომერციული ბანკებიდან აღებული სესხი - 500 000 ლარია.

„გირჩის“ შემოსავალმა ჯამში 577 218 ლარი შეადგინა, პარტიას არც შემოწირულობა აქვს მიღებული და არც სხვა რაიმე შემოსავალი გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა.

ასევე, შემოწირულობები საანგარიშო პერიოოდში მიღებული არ აქვს „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს“ გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა, რომელიც 369 043 ლარია.

„ლელო საქართველოსთვის“ ჯამურმა შემოსავალმა 895 960 ლარი შეადგინა, აქედან 824 997 ლარი შემოწირულობაა, 66 963 ლარი საბიუჯეტო შემოსავალია, ხოლო 4 000 ლარი სხვა შემოსავლები.

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ჯამური შემოსავალი 121 287 ლარია, აქედან საბიუჯეტო დაფინანსება 86 927 ლარი, ხოლო შემოწირულობები - 34 360 ლარი.

„მესამე ძალის“ ჯამურმა შემოსავალმა 100 827 ლარი შეადგინა, აქედან 78 327 ლარი საბიუჯეტო დაფინანსებაა, 22 500 ლარი - შემოწირულობა.

დანარჩენი სუბიექტების ჯამურმა შემოსავალმა 320 242 ლარი შეადგინა, აქედან 227 948 ლარი შემოწირულობაა, 89 179 ლარი ბიუჯეტიდან დაფინანსება, 3 115 ლარი - სხვა შემოსავლები“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის შუალედურ ანგარიშში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
PSP კორეული ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
კობახიძე დანიაში ადამიანის უფლებებზე დარდობს და ევროპის ლიდერებისგან აინტერესებს თუ მოსწონთ კოპენჰაგენში აქციის დაშლა
კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics