02:56 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 16:27:07, 1210 ნახვა

მსოფლიო
„თალიბანმა“ ავღანეთში, ქალებს ქაბულის უნივერსიტეტში სწავლა და მუშაობა აუკრძალა

 ქალებს აღარ ექნებათ უფლება ისწავლონ ან იმუშაონ ქაბულის უნივერსიტეტში- ამის შესახებ ინფორმციას CNN-ი  ქაბულის უნივერსიტეტის კანცლერის მოჰამედ აშრაფ გაირათმას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სანამ რეალური  ისლამური გარემო არ არის უზრუნველყოფილი ყველასათვის, ქალებს არ ექნებათ უფლება მოვიდნენ უნივერსიტეტებში ან იმუშაონ.", - დაწერა მოჰამედ აშრაფ გაიარათმა „ტვიტერის“ ოფიციალურ ანგარიშზე.

მანვე განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ ქალ სტუდენტთა სწავლების გეგმაზე, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, როდის დასრულდება აღნიშნულ გეგმაზე მუშაობა.

"ქალი ლექტორების სიმცირის გამო, ჩვენ ვმუშაობთ გეგმაზე, რომ კაცმა ლექტორებმა შეძლონ და  ასწავლონ ქალ სტუდენტებს, აუდიტორიაში ფარდის მიღმა. ამგვარად შეიქმნება ისლამური გარემო სტუდენტებისთვის, რომ მიიღონ განათლება", - განაცხადა მან.

 „თალიბები“,  წინა მამართველობის დროს (1996 წლიდან 2001 ) არ იყო დაცული ქალების უფლებები, მეტიც, ისინი ითვლებოდნენ მეორეხარისოხვნად, იყვნენ იძლებითი ქორწინების მსხვერპლი.

მას შემდეგ, რაც მათ აგვისტოში დაიბრუნეს დედაქალაქი ქაბული, „თალიბანის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ის ამჯერად მეტად დაიცავს ქალთა უფლებებს.

მაგრამ ეს დაპირებები არ განხორციელებულა. ახლადშექმნილ დროებითი მთავრობაში ქალების არ ყოფნა ამის ნათელი მაგალითია.

ქალებს ჯერჯერობით აქვთ უფლება გააგრძელონ საუნივერსიტეტო განათლება. მაგრამ „თალიბანის“ მთავრობის გადაწყევტილებით, ქალები და კაცები სხვადასხვა აუდიტორიებში ისწავლიან, მთ უნდა ატარონ ჰიჯაბი და დაიცვან შარიათის კანონები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics