13:41 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-28 11:35:56, 647 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე - რისი თავი აქვს მაგ საცოდავს? 5 000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ

პრეიმერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე წავა ციხეში, რასაც ვერავინ ვერ აღუდგება წინ.

მისივე თქმით, სააკაშვილი არის მსჯავრდებული და მოწოდებები, რომ ვინმე დაიცავს, არის სრული სიყალბე.

 „ეს კაცი უკვე 8 წელი აიმუქრება, რომ ჩამოვა, მაგრამ არ ჩამოდის, ვერ ჩამოდის, იმიტომ რომ მშიშარა კაცია, იცის, რომ შევა ციხეში. სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მიზანია, ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთი მისი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ 2003 წელია. ნებისმიერ პროვოკაციებზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს.

დაუშვათ ჩამოვიდა ლაჩარი კაცი, გამოაგდეს და ჩამოვიდა, რა უნდა მოხდეს? კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ ვერ აღუდგება წინ, ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში, ამის გარანტიას ვიძლევი კანონის და სახელმწიფოს სახელით. სააკაშილი არის მსჯავრდებული, იმსახურებს ციხეს და ის მოწოდებები, რომ გალხი გამოვა და დამიცავს, არის სრული სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს? 5 000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
ცენზურის დაწესებისას, შსს-ს შეეძლება, თავად შეაგროვოს ინფორმაცია, ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წამოიწყოს კონკრეტული საქმეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics