13:40 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-27 21:06:57, 1073 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე -ის, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების დამსახურებაა

27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აფხაზეთის ომის ვეტერან ვაჟა სიხარულიძეს ესტუმრა და მის საჭიროებებს პირადად გაეცნო. -ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრესსამსხური ვრცელებს.

მთივე ცნობით, მაჟორიტარობის კანდიდატმა აფხაზეთის ომში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, ის რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სწორედ იმ გმირების დამსახურებაა, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში საკუთარი თავდადებით უდიდესი წვლილი შეიტანეს. 

როგორც ზურაბ აბაშიძემ ომის ვეტერანთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ოკუპაცია დღემდე რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, ერთობლივი ძალისხმევით ქართველი ერი აუცილებლად მიაღწევს ქვეყნის გაერთიანებას. 

„თქვენი სიმამაცე და თქვენი ისტორია ქმნის დღეს ჩვენი ქვეყნის  სტაბილურობის საფუძველს და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით, საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით, მშვიდობითა და განვითარებით დავძლევთ ყველა გამოწვევას და აუცილებლად მივაღწევთ საერთო მიზანს – ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას."-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ

"აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს შემუშავებული და მომავალშიც, მათი და მათი ოჯახების მხარდაჭერისთვის, სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების განხორციელება იგეგმება. "-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
ცენზურის დაწესებისას, შსს-ს შეეძლება, თავად შეაგროვოს ინფორმაცია, ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წამოიწყოს კონკრეტული საქმეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics