13:40 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-27 14:15:08, 568 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - საქართველოს წარმატება კანონის უზენაესობის კომპონენტში მრავალი წლის მანძილზე გაწეული შრომის შედეგია

იუსტიციის მინისტრი მსოფლიო ბანკის კვლევას „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებს" გამოეხმაურა. რატი ბრეგაძემ კანონის უზენაესობის კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო უსწრებს ევროკავშირის  და ნატოს წევრ არაერთ ქვეყანას, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მე-4 ადგილს იკავებს ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს ეს წარმატება მრავალი წლის მანძილზე გაწეული შრომის შედეგია. მათ შორის კონსტიტუციური ცვლილებების, რომელიც 2017 წელს გატარდა, საჯარო სამსახურის რეფორმის, სასამართლოს რეფორმის, და, „რაც მთავარია, ხელისუფლების განწყობისა თავად კანონის პატივისცემისადმი".

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით საქმიანობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

„უკვე საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს წარვუდგენთ არაერთ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციას და საქართველოს კანონმდებლობიდან საბჭოთა მემკვიდრეობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ბუნებრივია, ყველა ეს რეფორმა მომდევნო წელს კიდევ უფრო შორს წაგვწევს რეიტინგში", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" (World Governance Indicators) 2020 წლის კვლევის ახალი შედეგები გამოქვეყნა. „გლობალური მმართველობის ინდიკატორებით" ყოველწლიურად   214 ქვეყანა, მათ შორის,   მსოფლიო ბანკის 189  წევრი  სახელმწიფო  ისეთი  პარამეტრების მიხედვით  ფასდება. კვლევის თანახმად, საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს „კორუფციის კონტროლის", „ხელისუფლების ეფექტურობის", „კანონის უზენაესობის" და „რეგულაციების ხარისხის" კომპონენტებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
ცენზურის დაწესებისას, შსს-ს შეეძლება, თავად შეაგროვოს ინფორმაცია, ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წამოიწყოს კონკრეტული საქმეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics