13:41 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-27 14:06:58, 704 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი- მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორის ჩვენს სახელმწიფოშიც

მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თუ მხედველობაში გაქვთ ის ფაბრიკაცია, რომელიც თქვენ და „ტვ პირველმა" გაავრცელეთ, ამის თაობაზე მე გავაკეთე ერთხელ უკვე კომენტარი და მეორედ აღარ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას. ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე. რაც შეეხება მოსმენებს- მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კითხვაზე,  გავრცელებული ჩანაწერები იყო თუ არა კანონის ფარგლებში მოპოვებული, პასუხს გამოძიება გასცემს.

„კითხვაზე,  გავრცელებული ჩანაწერები იყო თუ არა კანონის ფარგლებში მოპოვებული, პასუხს გამოძიება გასცემს. გამოძიებამ უნდა მოახდინოს იდენტიფიცირება, შეისწავლოს ავთენტურობა, უნდა შეისწავლოს გავრცელებული ფაბრიკაციები და მოახდინოს ანალიზი, რა იყო რეალურად ფაბრიკაცია რა ნამდვილი ჩანაწერი. ამას დრო და ანალიზი სჭირდება. ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩანაწერის ნამდვილობა უარყო. იმდენად  არასერიოზული და ტყუილის შემცველი ჩანაწერები იყო, რა თქმა უნდა, ეჭვი არ გვეპარება, რომ ფაბრიკაციაა. მით უმეტეს, ვიცით რა სააკაშვილის ხელწერა, ბუნებრივია, ჩვენ  ველოდებოდით, რომ ეს იყო რა თქმა უნდა, დიდი სიყალბე, ეს იყო ორგანიზებული შეტევა სახელმწიფოზე",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
ცენზურის დაწესებისას, შსს-ს შეეძლება, თავად შეაგროვოს ინფორმაცია, ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე წამოიწყოს კონკრეტული საქმეები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics