|
2021-09-25 12:17:31, 1183 ნახვა
მსოფლიო
1-ელი ოქტომბრიდან სომხეთში არავაქცინირებული თანამშრომლები ტესტის პასუხის გარეშე ვეღარ იმუშავებენ - ამოქმედდება სანქციები
1-ელი ოქტომბრიდან სომხეთში, არავაქცინირებული მოსახლეობისთვის კორონავირუსის ტესტის პასუხის გარეშე მუშაობისთვის ჯარიმები ამოქმედდება. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ჯარიმის თანხა 20 ათას დრამს შეადგენს, თუმცა განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას მეტი თანხის გადახდა მოუწევს. სომხური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ჯარიმები შეეხება ძირითადად ყველა სფეროში დასაქმებულ პირებს, კერძოდ, სამთო-მრეწველობის, სამშენებლო, სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებს. ამასთანავე, ტრანსპორტში, სილამაზის სალონებში, აფთიაქებსა და ოფისებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კინოთეატრებში, კულტურულ ცენტრებში დასაქმებულებს. სომხეთი ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ზომები ვირუსის გავრცელებას გააკონტროლებს, ამასთანავე, შეამცირებს მძიმე და ფატალლური შემთხვევების რაოდენობას. სომხეთის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი დავით მელიქ-ნუბარიანი აცხადებს, რომ ქვეყნის ოფიციალური პირები მეტად უნდა მუშაობდნენ მოსახლეობასთან, რათა გაიზარდოს ვაქცინაციის ტემპი, რადგან, მისივე თქმით, დაშინება არ გამოიწვევს იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებას. ერევანში აცხადებენ, რომ აღნიშნული მეთოდი, კერძოდ, ყოველ 14 დღეში დამსაქმებლებისგან დასაქმებულთათვის კოვიდ19-ის უარყოფითი ტესტის პასუხის მოთხოვნა, ვაქცინაციის იძულებად ითვლება, რადგან, მათივე თქმით, ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი სახსრებით 2 კვირაში ერთხელ ტესტის ჩატარებას.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)