|
2021-09-24 16:51:21, 1319 ნახვა
მსოფლიო
„თალიბანი“ აპირებს, რომ ავღანეთში სიკვდილით დასჯისა და ხელის მოკვეთის სასჯელი აღადგინოს
„თალიბანის" მოძრაობა კიდევ ერთხელ განიხილავს ავღანეთში სიკვდილით დასჯას და ხელის მოკვეთის აღდგენას. - ამის შესახებ თალიბანის ერთ-ერთი დამფუძნებელმა და ისლამური კანონის მკაცრმა შემსრულებელმა მოლა ნორუდინ ტურაბიმ Associated Press–თან ინტერვიუში განაცხადა. მან, უარყო წარსულში „თალიბების“ მხრიდან სიკვდილით დასჯა, რომელიც ზოგჯერ სტადიონზე ხალხის თვალწინ ხდებოდა . „ყველა გვაკრიტიკებდა ჩვენი სასჯელების სტადიონზე ჩატარების გამო, მაგრამ ჩვენ არასდროს არაფერი გვითქვამს მათი კანონებისა და სასჯელების შესახებ. ვერავინ გვეტყვის, რა უნდა იყოს ჩვენი კანონი. ჩვენ მივყვებით ისლამს და კანონებს ყურანზე დაყრდნობით გავაკეთებთ", —განუცხადა ტურაბმა Associated Press– ს. ჩვეულებრივ, მსჯავრდებულთა მკვლელობები ხდებოდა თავში ერთი გასროლით, მსხვერპლის ოჯახის წევის მიერ. ქურდებისათვის სასჯელი იყო ხელის ამპუტაცია. ძარცვაში ხელისა და ფეხის ამპუტაცია, აღნიშნული სასჯელის აღსრულებანი ამჯერად საჯაროდ არ მოხდება. ტურაბიემ თქვა, რომ ამჯერად მოსამართლეები - მათ შორის ქალები - განიხილავენ საქმეებს, მაგრამ ავღანეთის კანონების საფუძველი იქნება ყურანი. მისი თქმით, იგივე სასჯელები აღდგება, რაც ადრე იყო. AP News აღნიშნავს, ტურაბი თალიბების წინა მმართველობის პერიოდში ის ცნობილი იყო, როგორც "მრისხანე და უკომპრომისო". იგი ახლა 60 წლისაა, იყო იუსტიციის მინისტრი და ეგრეთ წოდებული სათნოების პროპაგანდისა ხელმძღვანელი-ფაქტობრივად, რელიგიური პოლიცია-„თალიბანის“ წინა მმართველობის დროს. ამჯამად მას ციხეების ზედამხევდელობა ევალდება. მას შემდეგ, რაც თალიბანმა დაიკავა ქაბული და აიღო კონტროლი ქვეყანაზე, მსოფლიო თვალს ადევნებს, აღადგენს თუ არა „თალიბანი“ ისეთივე მკაცრ მმართველობას, როგორიც მას 1990-იანი წლების ბოლოს ჰქონდა. ტურაბის კომენტარი მიუთითებდა იმაზე, თუ როგორ დარჩნენ ჯგუფის ლიდერები ღრმად კონსერვატიულ, მკაცრ მსოფლმხედველობაში.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)