|
2021-09-22 17:44:27, 1277 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი თავის ძმისშვილსა და გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსს“ უჩივის
აშშ -ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის ძმისშვილსა და „New York Times“- ს 2018 წლის სტატიის გამო უჩივის, სტატია ამტკიცებს, რომ ის მონაწილეობდა "საეჭვო საგადასახადო სქემებში".- აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. სარჩელი, რომელიც შეტანილია ნიუ იორკის სასამართლოში ადანაშაულებს მერი ტრამპს და გაზეთის რეპორტიორებს სიუზან კრეიგი, დევიდ ბარსტოუ და რასელ ბუეტნერი "კონფიდენციალური დოკუმენტების მოპოვების შეთქმულებაში". ტრამპის სარჩელის მიხედვით, 56 წლის მერი ტრამპმა დაარღვია შეთანხმება, რომლის მიხედვითც, მას დოკუმენტის გასაჯაროვება ეკრძალებოდა. მერი ტრამპი ფრედ ტრამპის, პრეზიდენტ ტრამპის უფროსი ძმის შვილია. მან 2020 წელს გამოსცა წიგნი, სადაც ასახული იყო მისის მემურარები, სახელწოდებით „ზედმეტად ბევრი და არასდროს საკმარისი: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოში ყველაზე საშიში ადამიანი“. წიგნში მერიტ ტრამპი აღაირებდა რომ იყო „New York Times“-ის წყარო და რომ სწორედ მან მიაწოდა დოკუმენტები. ტრამპმა თანმიმდევრულად უარყო ძმის შვილის წიგნში წამოყენებული ბრალდებები და წარუმატებლად უჩივლა გამოცემის დაბლოკვის მოთხოვნით. ტრამპის განცხადებით მას "მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა“ რის გამოც ითხოვს კომპენსაციას არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარს.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)