|
2021-09-22 15:14:37, 1147 ნახვა
მსოფლიო
„თალიბები“ ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას მოითხოვენ
„თალიბანი“ თხოვნით მიმართავს მსოფლიო ლიდერებს, რათა ამ კვირაში ნიუ იორკში დაგეგმილ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის უფლება მიეცეთ.-ამის შესახებ BBC-ი წერს. როგორც სააგენტო იუწყება, გაეროს კომიტეტი იმსჯელებს აღნიშნულ მოთხოვნაზე. გაეროს წარმომადგენლის თქმით, მაღალი დონის დებატებში მონაწილეობის მოთხოვნას განიხილავს „რწმუნებათა სიგელების კომიტეტი“, რომლის წევრები არიან აშშ, ჩინეთი და რუსეთი. „თალიბანის“ განცხადებით, უკვე დამხობილი მთავრობის ელჩი ვერ იქნება მათი წარმომადგენელი გაეროში, სწორედ ამიტომ მათ დოჰაში მყოფი სპიკერი, სუჰაილ შაჰინი გაეროში, ავღანეთის ელჩად დაასახელეს. გაეროს წესების თანახმად, ღულამ ისაკაი, ავღანეთის უკვე გადაყენებული მთავრობის წარმომადგენელი დარჩება ავღანეთის ელჩად გლობალურ ორგანოში. არცერთ მთავრობას არ აქვს ოფიციალურად აღიარებული „თალიბანი“, როგორც ავღანეთის ახალი მთავრობა და გაეროს მიერ ელჩის კანდიდატურაზე თანხმობა იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი საერთაშორისო აღიარებისკენ. „თალიბების“ განცხადებით რამდენიმე ქვეყანა აღარ აღიარებს ყოფილი პრეზიდენტი აშრაფ ღანი ლიდერად. ღანიმ მოულოდნელად დატოვა ავღანეთი, მას შემდეგ რაც „თალიბები“ დედაქალაქ ქაბულისკენ დაიძრნენ. მან თავიარაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შეაფარა.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)